Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონში მეფუტკრეებს გადამზადებას ჰპირდებიან და საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ

თარიღი : 3-04-2019, 17:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხონის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, ჩეხურმა არაკომერციული ორგანიზაციამ „ფიფლ ინ ნიდ“ (PIN) პროექტის “მეფუტკრეობის მდგრადი განვითარება საქართველოში“ ფარგლებში ადგილობრივ მეფუტკრეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

მეფუტკრეებს პროექტის შესახებ ინფორმაცია პროექტის კოორდინატორმა, თეონა ფურცხვანიძემ მიაწოდა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში მცირე და საშუალო ზომის, 60-მდე სკის მფლობელ მეფუტკრეებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ უფასო თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კურსი (7 სალექციო დღე). კურსი ჩატარდება რეგიონებში მოღვაწე გამოცდილი ფერმერების საფუტკრეებში და სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსის მსმენელებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ საგრანტო კონკურსში, რომელიც გამოცხადდება მიმდინარე წლის ივნისის თვეში.

საინფორმაციო შეხვედრაზე მონაწილეებმა სარეგისტრაციო ფორმა შეავსეს, რომლის მიხედვითაც შეირჩევიან კურსის მსმენელები.

პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ და მისი მიზანია საქართველოში ხარისხიანი თაფლისა და ფუტკრის სხვა პროდუქტების მოცულობისა და ღირებულების ზრდა, საქართველოს ბაზარზე ხარისხიანი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ PIN-ის ვებ-გვერდი: www.pin.ge.


ნანახია: 493-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტის ფარგლებში უკვე ექვსი ადამიანი დასაქმდა.

ამინდი