Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქართული ოცნების' ყოფილი დეპუტატი ხომალდ 'არგოს' აგებას იწყებს და ხომალდით ფოთიდან მსვლელობის მოწყობას გეგმავს

თარიღი : 3-04-2019, 14:03 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის ყოფილი წევრი ომარ ნიშნიანიძე ხომალდ "არგოს" აგებას იწყებს და არგონავტიკის მუზეუმის მშენებლობას აანონსებს.

იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-სთან ომარ ნიშნიანიძე განმარტავს, რომ აღნიშნული პორექტი მნიშვნელოვნად გაუსვამ ხაზს კოლხეთის ისტორიას.

"არგოს აგება გადავწყვიტე იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ისტორია, რომელიც მივიწყებულია გარკვეული თვალსაზრისით ქართველების მხრიდან, უცხოელები უფრო აფასებენ. ეს არის ძველი კოლხეთის ბრწყინვალე, აიეტისა და მედიას ხანა, რომელიც ქალაქისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ, ქუთაისში ჩვენ არ გვაქვს არც აიეტის და არც მედეას ძეგლი, არც არგონავტიკის მუზეუმი, რომელზეც ოცნებობდნენ ლევან სანიკიძე და გურამ გაბუნია და სხვები. გადავწყვიტე, რომ არგონავტიკის მუზეუმი დავაფუძნო ქუთაისში და ამის გამო დავიწყე თანამოაზრეების ძიება. განსაკუთრებით დამიჭირა მხარი ჩემმა სტუდენტობამ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში და იმათი დახმარებითა და ინიციატივით, გადავწვიტე, რომ მიმემართა სხვებისათვის,"- განმარტავს პროფესორი ომარ ნიშნიანიძე.

მისივე თქმით, არგონავტიკის მუზეუმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ექსპონატი სწორედ ხომალდი "არგო" იქნება, რომელიც ფოთში აიგება. რეალურ გაცურვას "არგო" მდინარე რიონზე განახორციელებს. ესკიზის მიხედვით ნავის სიგრძე 13-14 მეტრამდე მიაღწევს. ხოლო ეკიპაჟის რაოდენობა 15-დან 20 კაცით იქნება წარმოდგენილი.

როგორც ომარ ნიშნიანიძე ამბობს, სანაოსნო მსვლელობას თეატრალური წარმოდგენის სახე მიეცემა.

"ამ არგონავტიკის მუზეუმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპონატი იქნება "არგო". კიმ სევერინმა რომ ააგო იმ სტილის, საკმაოდ მოზრდილი გემი, რომელიც რეალურად გამოცურავს ფოთიდან ჭყვიშამდე მდინარე რიონს, იმ პერიოდში როდესაც ის წყალსავსე იქნება. გადავწყვიტე, რომ ეს ამეგო მაგრამ ფოთში ვერ გარისკეს იმ ფორმის გაკეთება, როგორიც ძველ ხომალდს ჰქონდა, ამიტომაც ეს მაკეტი დავამზადებინე ისტორიკოსებს, მხატვრებს, კონსტრუქტორ თემურ ჟორჟოლიანს, აგებულია კონსტრუქცია, როგორი ფორმა უნდა ჰქონოდა ხომალდს, შემდეგ ის ჩავიტანეთ ფოთში და ამ კვირაში უკვე დაიწყება მისი აგება ფოთში, საკმაოდ მოზრდილი ზომის იქნება, 13-14 მეტრის, 15-20 ეკიპაჟის წევრი იქნება, მათ შორის 12 მენიჩბე, წარმოდგენას დავდგამთ ჯერ ფოთში გამოცილების, შემდეგ ჭვიშთან რომ მივალთ, იქ დაგვხვდება აიეტი, გვეყოლება ათინა და მედეა,“- ამბობს ომარ ნიშნიანიძე.

ნიშნიანიძე პროექტის მნიშვნელობასა და მისი განხორციელების სავარაუდო ვადებზე საუბრობს.

"სავარაუდოდ ხომალდის მშენებლობა 2 ივნისამდე უნდა მოესწროს, რადგან კონსტრუქცია უკვე აგებულია, სავარაუდოდ არ უნდა დაჭირდეს მეტი დრო, თუმცა ეს მაინც მშენებლებზეა დამოკიდებული. დიდი სურვილი გვაქვს, მშენებლობის დასრულება დავამთხვიოთ ვანის სახალხო დღესასწაულს, რომელსაც "ვანელობა" ჰქვია. სწორედ იმ დღეს როდესაც სტუმრიანობა იქნება ვანში, ჭყვიშში, გალაქტიონის სახლ-მუზეუმში, სწორედ ისე, როგორც კიმ სევერინი მიადგა მას, ისე მივიდეთ ვანამდე. რეალური მოგზაურობის შემდეგ, "არგოს" გადმოვიყვანთ ქუთაისში და არგონატიკის მუზეუმში დაიდებს ბინას, სადაც გემის გარდა სხვა უამრავი მნიშვნელოვანი ექსპონატიც იქნება წარმოდგენილი, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და ცნობადობის ამაღლებას,“- ამბობს ომარ ნიშნიანიძე.

როგორც ომარ ნიშნიანიძე აღნიშნავს, ხომალდის წყალში ჩაშვების საზეიმო ცერემონიალი სავარაუდოდ მოზაურ კიმ სევერინის საქართველოში ვიზიტიდან 35 წლისთავს დაემთხვევა. გარდა ამისა, პროფესორი მოგზაურის სახელის ქუთაისის რომელიმე ქუჩისათვის მინიჭების ინიციატივითაც გამოდის.

"35 წელი სრულდება კიმ სევერინის ვიზიტიდან. 1984 წელს იმოგზაურა მან და მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენა ჩვენი დიდი ისტორია. სწორედ კიმ სევერინის მოგზაურობის 35 წლის თავს ეძღვნება ეს მოგზაურობა. გარდა ამისა, ქალაქის ხელმძღვანელობას ჩვენ ალბათ დავუყენებთ საკითხს, რომ კიმ სევერინის ქუჩაც იყოს ქუთაისში,"-ამბობს ომარ ნიშნიანიძე.

ესმერალდა კუპრაძე


ნანახია: 2037-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ომარ ნიშნიანიძე ხელისუფლებისგან დასაქმებას ელოდება
როგორც ნიშნიანიძე Topnews.com.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ქუთაისს სამი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება.
როგორც ნიშნიანიძე საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-თან საუბრისას განმარტავს, პოლიტიკურ ცხოვრებას დეპუტატის მანდატის გარეშეც
მმართველი პარტიის წევრის თქმით, შუქის წასვლის გამო დისკომოფრტი ექმნება, როგორც ადგილობრივებს ასევე ჩამოსულ ტურისტებს.
ნიშნიანიძის თქმით, ის სამსახურში კვირის ბოლომდე გამოცხადდება.