წყალტუბოში, თამარ მეფის ქუჩაზე დევნილებისთვის რვასართულიანი კორპუსი შენდება
თარიღი : 2-04-2019, 17:12 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე,იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი წყალტუბოში სანატორიუმ "გელათის’’ ავარიულ შენობებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე დევნილთა ბინით უზრუნველყოფისა და ნგრევის პროცესში მყოფი შენობების დახურვის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ წყალტუბოში, თამარ მეფის ქუჩაზე მიმდინარეობს დევნილთა 8 მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა, სადაც ბინას 560 ოჯახი დაიდებს.
შეხვედრას წყალტუბოს მუნციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ნათია ჩაკვეტაძე და საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლაშა კაკრიაშვილი ესწრებოდნენ.