Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში აუტიზმის ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს

თარიღი : 2-04-2019, 15:56 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
აუტიზმის ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერის მოადგილე ფსიქოლოგიური მომსახურეობის ცენტრს "ღია სახლს" ესტუმრა. ნინო თვალთვაძემ ბენეფიციარებს სამახსოვრო საჩუქრები მიუტანა და მათთან ერთად სხვადასხვა სახის აქტივობაში ჩაერთო.

"ღია სახლში" 30 ბენეფიციარი გადის რეაბილიტაციის კურსს, აქედან 10 ბავშვი ქუთაისის მერიის დაფინანსებულ პროექტში იღებს მონაწილეობას.

"ჩვენ ვიმყოფებით პარტნიორ ორგანიზაციაში სტუმრად, რომელთანაც ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიმართულება არის აუტიზმის სპექტრის ბავშვთა მხარდამჭერი პროგრამა. აქ იმყოფება ჩვენი პროგრამით დაფინანსებული ათი ბავშვი, თუმცა გაცილებით მეტი გადის თერაპიას. მათთვის ძალიან კარგი საშუალებაა დღის ცენტრში მიიღონ სრულყოფილი თერაპიული კურსი და გაიუმჯობესონ სასიცოცხლო უნარჩვევები. ქუთაისის მერია ყოველთვის იქნება მათი მხარდამჭერი,"- განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ.


ნანახია: 343-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა.
ქუთაისის 37 ბაგა-ბაღში განსაკუთრებული საჭიროების მქონე 49 აღსაზრდელი იმყოფება.
ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე ბენეფიციარებს შეხვდა და მათთან ერთად ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
მესამე სექტორის თქმით, მერის აღნიშნული განცხადება პოპულისტურია და რეალურად ის აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს იმიტომ ეხმარება,
შშმ ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის ქუთაისის ერთ-ერთ მუზეუმში შემეცნებითი და გასართობი ტური გაიმართა.

ამინდი