Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარებული შეწამლვით დაზარალებული მეფუტკრეები სახელმწიფოს ადანაშაულებენ

თარიღი : 1-04-2019, 18:04 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, სავაჭრო-სამრეწველო პალატის იმერეთის რეგიონულ ოფისში მეფუტკრეობისა და თაფლის წარმოების სექტორის წარმომადგენლები „საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების სტრატეგიის’’ განსახილველად შეიკრიბნენ. შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ 2019 წელს დაგეგმილი ღონისძიებები იყო.

"ფართომასშტაბიანი შეხვედრა გაიმართა დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელთა შორის. შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილია „საქართველოს მეფუტკრეთა გილდია'', რომელმაც თავისი სტრატეგია და პროექტები წარადგინა. ეს შეხვედრა არის საჯარო დიალოგის რეჟიმში, რომელსაც სამრეწველო პალატა მეფუტკრეთა ინიციატივით ანხორციელებს. მათ მიეცათ საშუალება, რომ ყველა მათთვის პრობლემური საკითხი განეხილათ. პირდაპირ რეჟიმში დაესვათ კითხვები და მოესმინათ პასუხები და პრობლემების გადაჭრის გზები,'' - განმარტავს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი.

კითხვა-პასუხის რეჟიმში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე ფაროსანას ღონისძიებების 2019 წლის გეგმა წარადგინა. ასევე, ისაუბრა მავნებელი მწერის ბრძოლის ხერხებსა და პრევენციის გზებზე.

"შეხვედრა შეხვედრისთვის" - ასე შეაფასა მეფუტკრეთა ნაწილმა სავაჭრო სამრეწველო პალატის იმერეთის რეგიონულ ოფისში გამართული ღონისძიება. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ფუტკრის განადგურება სწორედ ფაროსანას წინააღმდეგ გამოყენებულმა შხამქიმიკატებმა და დაუგეგმარებელმა სამუშაოებმა გამოიწვია. ასევე ეჭვქვეშ აყენებენ შალამბერიძის იმ შეხედულებას, რომ შხამქიმიკატები არ იყო საზიანო საფუტკრე მეურნეობისთვის.

"შეწამვლის შესახებ სოფლის რწმუნებული მოვიდა ჩემთან დილით და მითხრა, რომ უნდა შეწამლულიყო. ვთხოვე, რომ შეწამვლა საღამომდე გადადებულიყო, რადგან დღის საათებში არ შეიძლება, თუმცა განმიმარტეს, რომ ეს მათზე არ იყო დამოკიდებული. შემდეგ შემახვედრეს შალამბერიძეს, რომელსაც ასევე დავუსაბუთე, მაგრამ კიდევ ერთხელ თქვეს, რომ არ ვნებს ფუტკარს და უნდა შეწამლულიყო, ორი-სამი დღის შემდგომ მოხდა შეწამვლა 5 საათიდან საღამომდე, კოორდინაციის გარეშე წამლავდნენ სოფელს, 95 ოჯახიდან მხოლოდ 14 შევინარჩუნე, თუმცა ისიც არ ვიცი, გადარჩება თუ არა. ზარალის კომპენსაცია არ მომხდარა,"- განმარტავს მეფუტკრე დემურ ფიფია.

მეფუტკრეები ასევე ეჭვქვეშ აყენებენ ლაბორატორიულ კვლევებს, რომლის მიხედვითაც ფაროსანას შესაწამლი ხსნარები არ იყო ზიანის მიმცემი ფუტკრისთვის, არგუმენტს კი მოძველებული ტექნოლოგიებითა და შესაბამისი ლაბორატორიის არქონით ამყარებენ.

"საფუტკრე მეურნეობა მაქვს ტყიბულის რაიონში. ამბობენ, რომ ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შედეგად ფუტკარს არ შეიძლებოდა მიეღო ზარალი, ეს არის ტყუილი. მე მაქვს ხუთ ადგილზე საფუტკრე, სოფლის მიდამოებში განლაგებული, სადაც მოხდა შეწამვლა და დანაკლისი მქონდა, ხოლო სოფლიდან ტყის მასივში 3-4 კილომეტრით დაცილებულ საფუტკრეებში დანაკლისი არ მქონია,"- განმარტავს ერთ-ერთი მეფუტკრე.

ესმერალდა კუპრაძე


ნანახია: 373-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შეხვედრა 24 ივნისს, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრსი, 14:00 საათზე გაიმართება.
ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლებს ფუტკარი ეწირება.
ქუთაისში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა 2 აგვისტოს, ღამით ჩატარდა.

ამინდი