Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურაში ზვიად გამსახურდია გაიხსენეს

თარიღი : 1-04-2019, 15:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დღეს, ჭიათურის კულტურის ცენტრში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეული ლიდერის, საქართველოს ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.

გამომსვლელებმა ისაუბრეს ზვიად გამსახურდიას უდიდეს როლზე საქართველოს უახლეს ისტორიაში, როცა მისი პრეზიდენტობის დროს 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენა მოხდა. ასევე ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი პირველი პრეზიდენტის უაღრესად საინტერესო, მნიშვნელოვან და ამავდროულად ტრაგიკულ ცხოვრებაზე.

ღონისძიებას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი გივი მოდებაძე ესწრებოდა.

,, საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია არის ეროვნული გმირი და ყველა ქართველისათვის სანუკვარი ოცნების---საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ერთ-ერთი შემოქმედი მერაბ კოსტავასთან ერთად. მისი როლი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესია და ჩვენი, თითოეული ადამიანის ვალია, სათანადო პატივი მივაგოთ მის ხსოვნას და უდიდესი პატივისცემით მოვიხსენიოთ,"-განაცხადა გივი მოდებაძემ.


ნანახია: 406-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებას ითხოვენ ქუთაისში.
ქუთაისში, 9 აპრილის მემორიალთან ეროვნული მოძრაობის წევრები შეიკრიბნენ.

ამინდი