Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია იწყება-2 აპრილიდან რუსთაველზე მოძრაობა შეიზღუდება

თარიღი : 1-04-2019, 15:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
2 აპრილიდან ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ფეხით სავალი ბილიკების რეაბილიტაციის პარალელურად, ქუჩაზე მუშაობას იწყებს წყალმომარაგების კომპანია, რომელიც მაგისტრალურ თუჯის მილებს დაამონტაჟებს. ადგილზე ქუთაისის მერი, ვიცე მერებთან და წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა.

"ხვალიდან რუსთაველის ქუჩაზე მუშაობას იწყებს წყალმომარაგების კომპანია. პარალელურად მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილის მოწყობა. გზის სრული რეაბილიტაცია რუსთაველის ხიდიდან, კიკვიძის ძეგლამდე მოხდება,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის რეგიონული განვითარების ფონდმა 3,7 მლნ ლარი გამოყო. სამუშაოებს შპს "ორიენტირი" ახორციელებს. გზის საფარის რეაბილიტაცია აგვისტოს ბოლომდე დასრულდება.


ნანახია: 1393-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი