იტვირთება

წყალტუბოში მუხიანისა და ოფშკვითის დამაკავშირებელ გზას რეაბილიტაცია უტარდება

წყალტუბოში მუხიანისა და ოფშკვითის დამაკავშირებელ გზას რეაბილიტაცია უტარდება

წყალტუბოში ორი სოფლის-მუხიანისა და ოფშკვითის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

"წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ამჟამად მიმდინარეობს ორი  სოფლის: მუხიანისა და ოფშკვითის დამაკავშირებელი  გზის რებილიტაცია. აღნიშნული გზა ათეული წლების განმავლობაში არ იყო მოწესრიგებული, გადაწყვეტილება პროექტის განხორციელების შესახებ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მივიღეთ, პროექტის დასრულების შედეგად ახალი გზით მუხიანისა და ოფშკვითის მოსახლეობასთან ერთად, სოფელ  საყულიის მოსახლეობაც ისარგებლებს. გზების რეაბილიტაციის ახალი პროექტები, ასევე, მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც დაიწყება,"-აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე   

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ორი დიდი სოფლის: მუხიანისა და ოფშკვითის დამაკავშირებელი გზა რეაბილიტაციის დაწყებამდე  სრულად ამორტიზებული იყო, რაც ხელს უშლიდა როგორც ტრანსპორტის, ისე ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას.


ტეგები:

Facebook - კომენტარები