Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

1 დაღუპული და 2 დაშავებული-ავარია ტყიბული-ქუთაისის დამაკავშირებელ გზაზე

თარიღი : 31-03-2019, 21:47 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბული-ქუთაისის საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ხეს შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ტყიბულის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მათ პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, რის შემდეგაც დაშავებულები რეანიმობილით ქუთაისში ინტერვენციული დახმარების ცენტრში გადაიყვანეს.

გარდაცვლილი მამაკაცი ქუთაისის პროზექტურაში ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაასვენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე -5 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


ნანახია: 1389-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა.
დაშავებული ქალბატონო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული.

ამინდი