Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'გააძლიერე შენი ბიზნესი ქალთა გაძლიერებით,'- ქუთაისში ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს

თარიღი : 31-03-2019, 13:16 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ''ქალთა ეკონომიკური გაძლიერების'' ორდღიანი ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს შემდეგი სლოგანით: ''გააძლიერე შენი ბიზნესი ქალთა გაძლიერებით''. ფორუმის ფარგლებში დღეს, მეწარმე ქალთა გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა.

პროექტის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა გვანცა ასათიანმა.

"გაეროს ქალთა ორგანიზაცია პირველად საქართველოში იწყებს ფართომასშტაბიან კამპანიას, რომელიც მიმართულია ქალთს ეკონომიკური გაძლიერების კუთხით. ფაქტობრივად მთელს საქართველოს მოვიცავთ.ეს პროექტი ფინანსდება ნორვეგიის მთავრობის მიერ და მიზნად ისახავს, რომ ქალებს ხელი შეეწყოთ, რათა ეკონომიკურად უფრო დამოუკიდებლები იყვნენ და ასევე ხელი შევუწყოთ მათ სამუშაო გარემოში, რომ უფრო მეტად განვითარდნენ, ხოლო სახელმწიფომ იზრუნოს, რათა არსებობდეს სერვისები, როგორიცაა მაგალითად ბაღები, იმისთვის, რომ ქალებს ქონდეთ თავისუფალი დრო განვითარებისთვის და ზრდისთვის'', - განმარტავს ''გაერის ქალთა ორგანიზაციის" წარმომადგენელი გვანცა ასათიანი.

ქუთაისის შემდეგ ფორუმი ზუგდიდსა და ბათუმში გაიმართება.

ესმერალდა კუპრაძე


ნანახია: 310-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"ქალთა მიმართ ძალადობა დანაშაულია", - აღნიშნული სლოგანით მოწყობილ აქციაში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის
ტრენინგის მიმდინარეობისას სპონტანურად დაიგეგმა აქცია სახელწოდებით "მოსახლეობის ინფორმირებულობა ქალთა უფლებებისთვის.
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ
ხვალ, 20 ივნისს, ქუთაისის ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ელექტრომობილების ქარხნის პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება.

ამინდი