Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წიგნი საქართველოზე, რომელშიც მოთავსებული ტურისტულად საინტერესო ობიექტები მნიშვნელობითა და უნიკალურობით ტოლს არ უდებენ ერთმანეთს

თარიღი : 30-03-2019, 23:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბაღდათის სოფელ ნერგეეთის საჯარო სკოლაში გიორგი დვალაშვილის ახალი წიგნის- „საქართველოს ბუნებისა და მატერიალური კულტურის 100 ძეგლის“ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიისა და ბაღდათის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით შედგა.

გამომცემლობა კლიომ თსუ-ს ასისტენტ-პროფესორის, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორის გიორგი დვალაშვილის თანაავტორობით სერიით „საქართველოს საგანძური“ ახალი წიგნი „საქართველოს ბუნებისა და მატერიალური კულტურის 100 ძეგლი“ გამოსცა. უკვე გამოსულია „საქართველოს 100 ბუნების საოცრება“ „საქართველოს 100 კურორტი“ და „საქართველოს 100 მუზეუმი“.

"წიგნში აღწერილია ჩვენს ქვეყანაში არსებულ მატერიალური კულტურის და ბუნების მიერ შექმნილი 100 მნიშვნელოვანი ობიექტი, რომლებიც რეგიონების მიხედვითაა წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, წიგნის ფორმატიდან გამომდინარე, ბევრი რამ, ყურადღებას იმსახურებდა, ამჯერად წიგნში ვერ მოხვდა. უახლოეს მომავალში იგეგმება იმერეთის 100 ძეგლის ფორმატით წიგნის გამოცემა. აქ წარმოდგენილი ძეგლები უფრო გააღვივებს მკითხველის ინტერესს, ახლოს გაეცნოს ჩვენი ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს და მეტი შეიტყოს საქართველოს შესახებ. წიგნი განკუთვნილია ყველასთვის, ვინც საქართველოს ისტორიითა და კულტურით არის დააინტერესებული. ობიექტები წარმოდგენილია რეგიონების მიხედვით, რა თქმა უნდა წიგნში ოკუპირებული რეგიონების ბუნების ძეგლებიცაა შეტანილი. 128 გვერდიან წიგნში წარმოდგენილია ფერადი, 350 ილუსტრაცია (წიგნი გამოცემულია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე).

წიგნში მოთავსებული ტურისტულად საინტერესო ობიექტები მნიშვნელობითა და უნიკალურობით ტოლს არ უდებენ ერთმანეთს. თითოეული თავისი სილამაზით, განუმეორებლობითა და სრულყოფილებით აოცებს მნახველს. ეს წიგნი ერთგვარი გზამკვლევი გახდება როგორც მკითხველთა ფართო წრისთვის, ისე შესაბამისი პროფილის სპეციალისტებისა და ტურისტებისათვის,"- ამბობს წიგნის ავტორი გიორგი დვალაშვილი.

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ჩვენი გუნდის ღირსეულ და საამაყო წევრს ულოცავს ახალი წიგნის გამოცემას და უსურვებს მრავალ წარმატებას!


ნანახია: 660-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ახალ წიგნში აღწერილია საქართველოს ბუნების 100 ღირსშესანიშნავი ძეგლი.
გიორგი დვალაშვილმა დამსწრე აუდიტორიას წიგნში შესული თითოეული საოცრება წარუდგინა და გააცნო.
ქუთაისის მერიაში წიგნის-'ქუთაისი გუშინ, დღეს, ხვალ...' პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნის პრეზენტაცია- განხილვა ოპერის თეატრში ქუთაისის მერის კულტურის სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.
წიგნი გეოგრაფიის აკადემიური დოქტორის, თსუ-ს ასისტენტ პროფესორის გიორგი დვალაშვილის მიერ მომზადდა.
წიგნში განხილულია მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტები, დახასიათებულია ქალაქი ჭიათურა და უნიკალური გეოგრაფიული პირობებით

ამინდი