Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

თარიღი : 30-03-2019, 12:10 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორი თეიმურაზ მურღულია უნივერსიტეტთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს ეხმიანება. ოპოზიცია ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის ტემპს იწუნებს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ადგილზე არსებული მდგომარეობა 2020 წლისთვის უნივერისტეტში რამდენიმე ათასი სტუდენტის მიღების შესაძლებლობას არ იძლევა.

„ესე იგი, მურღულია არაა საქართველოში, სათანადოდ ვერ მოგვცხებსო იფიქრეს. ვინ რას იბლუკუნებს კომენტარს არ გავაკეთებ. საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე მშენებლობა ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსში საპროექტო მასტაბით უკვე გათვლილია 15 000 სტუდენტზე. როდესაც ამ ნიშნულს მივაღწევთ, ტერიტორია და რესურსი საკმარისია შემდგომი გაფართოვებისთვის. რამდენი სტუდენტით დავიწყებთ - პირველი წლის აკადემიური რესურსი 2000 სტუდენტსაც გაწვდება, მაგრამ გამოცდები იქნება მკაცრი და იმედი მაქვს, რომ ამ რაოდენობის რეალური აბიტურიენტი გვეყოლება. უნივერსიტეტი ფართო საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებს მიმდინარე წელს. როგორც დაგპირდით, როგორი ყალბიც იყო უტიფრების მხრიდან მტკიცება, რომ უნივერსიტეტი არ აშენდება, ისეთივე ყალბია, რომ მხოლოდ 3000-ზეა გათვლილი. ყველას გთხოვთ, ამ სიყალბის ტირაჟირებაში ნუ შეუწყობთ ხელს - ნებისმიერი აჟიოტაჟი უტიფრების ინტერესშია. მომდევნო კვირაში პირადად გავაკეთებ ბრიფინგს ამ თემებზე,“- აცხადებს თეიმურაზ მურღულია.


ნანახია: 2520-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წლიდან უნდა მიიღოს.
პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 500 მილიონი ევროა.
ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სავარაუდოდ, 2017 წლისთვის გაიხსნება, თუმცა, კონკრეტულად სად განთავსდება ის, ცნობილი არ არის.

ამინდი