Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ჩემი სიმდიდრე ჩემი მიცვალებულების ფოტოებია,'-ჭიათურის უხუცესი ქალბატონი შეწყვეტილი სოციალური შემწეობის აღდგენას ითხოვს

თარიღი : 28-03-2019, 23:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჭიათურის სოფელ ქვაციხის მკვიდრი უხუცესი ქალბატონი ეკატერინე ბარათაშვილი შეწყვეტილი სოციალური შემწეობის აღსადგენად იბრძვის. ამბობს, რომ დახმარებაზე უარი ჯერ დიდი ფართობის სახნავ-სათესი მიწების ფლობის გამო უთხრეს, ხოლო მეორე ჯერზე უარი ქალბატონის მიერ გადახდილი მაღალი კომუნალური გადასახადით გაამყარეს. ეკატერინე ბარათაშვილის დეკლარაცია სოციალურმა აგენტებმა ბოლოს მიმდინარე წლის თებერვალში გადაამოწმეს. უხუცესი ქალბატონის სარეიტინგო ქულა გადამოწმების შედეგად 82 080-ით განისაზღვრა. უხუცესი ქალბატონისათვის გაურკვეველია, რა ნახეს მის სახლში სოციალურმა აგენტებმა.

„ჩემი ქონება არის ეს, ჩემი მიცვალებულების ფოტოები. პენსია მარტო წამლებში მეხარჯება. საჭმელი მინდა, რა ვქნა, 101 წლის ვარ შვილო. დახმარება რომ მქონდეს, საჭმელს ვიყიდდი,“-ამბობს ეკატერინე ბარათაშვილი.

როგორც ირკვევა, უხუცესი ქალბატონის დახმარება ხელისუფლებას არ შეუძლია. სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრში ეკატერინე ბარათაშვილს მხოლოდ რიგი მედიკამენტებითა და ოჯახის ექიმის მომსახურებით უზრუნვლყოფას ჰპირდებიან.


ნანახია: 285-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბაღდათის სოფელ მეორე ფერსათში მცხოვრები თამარ ფაშხუიძე სამი წელია შეწყვეტილი სოციალური შემწეობის აღდგენას ცდილობს.
ქუთაისში მცხოვრები ლელი მუშკუდიანი სახელმწიფოსგან სოციალური შემწეობის აღდგენას ითხოვს
ქალბატონები აცხადებენ, რომ ასაკი არ ახსოვთ და მათი ცხოვრებიდან მნიშვნელოვანი ეპიზოდების გახსენებაც უჭირთ.
იმის გამო, რომ საკვების შეძენას ვერ ახერხებს, შვილები სოფელში, ახლობელთან გაუშვა, თავად კი შეჩერებული შემწეობის აღსადგენად
ნელი გეწაძე მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო კომუნალური გადასახადების გადახდას და საკვების შეძენას ვერ ახერხებს.

ამინდი