‘საჩხერის მუნიციპალიტეტის’ ფოტოგამოფენა- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების მიერ საჩხერეში გადაღებული ფოტოების გამოფენა მოეწყო
თარიღი : 28-03-2019, 19:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

28 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჩხერის მუნიციპალიტეტის ფოტოსურათების გამოფენა მოეწყო. გამოიფინა თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის სტუდენტების მიერ 2018 წელს განხორციელებული სტუდენტური პროექტის ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ტურისტული ობიექტების გეოგრაფიული კვლევის“ ფარგლებში გადაღებული საჩხერის მუნიციპალიტეტის ბუნების ა1 ფორმატის 28 ფოტო სურათი.
2017 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული სტუდენტური პროექტის ,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ძეგლების გეოეკოლოგიური კვლევის“ წარმატებით განხორციელების შემდეგ, აქტუალური გახდა ჭიათურის მეზობელი მუნიციპალიტეტების კვლევა. მიღებული შედეგების ფონზე გეოგრაფების მიერ დაიგეგმა ახალი პროექტის ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ტურისტული ობიექტების გეოგრაფიული კვლევა“ განხორციელება. საჩხერის მუნიცილაპიტეტს აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი, რომელიც სრულად ჯერ არ არის სტუდენტების მიერ წარდგენილი პროექტი თსუ-ს მიერ დაფინანსდა და მოხდა საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების საველე კვლევა და მიღებული მასალების დამუშავება.
უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტის კვლევის მთავარი მიზანი იყო საჩხერის მუნიციპალიტეტში არსებული ბუნებრივი ძეგლების აღრიცხვა და შეფასება - მათი პრაქტიკული მნიშვნელობის შესწავლა და პოტენციალის გამორკვევა: ტურისტულ-რეკრეაციული, აგრარული, სამკურნალო, სპორტული, კულტურულ-ისტორიული, არქეოლოგიური და სხვ. სტუდენტური სამეცნიერო პროექტის ავტორები არიან თსუ-ს გეოგრაფიის და ეკოლოგიის სპეციალობის სტუდენტები: მარიამ ჯაფოშვილი (ხელმძღვანელი), სალომე თაბაგარი, მერი ჩიტიშვილი, დავით დალაქიშვილი, თათია ჩიქოვანი. პროექტის კოორდინატორი არის გეოგრაფიის დოქტორი, თსუ-ს ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი.
პროექტის ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ტურისტული ობიექტების გეოგრაფიული კვლევა“ ფარგლებში უნივერსიტეტის ეგიდით დაისტამბა წიგნი ,,საჩხერის მუნიციპალიტეტი“, სადაც განხილულია როგორც მოქმედი სოფლები, აგრეთვე რუსეთის მიერ ოკუპირებული სოფლები, XX საუკუნის 50-იან წლებში წარმოქმნილი ნასოფლარები (მოსახლეობა გადასახლეს: აფხაზეთში, კახეთში, მესხეთში) და ცალკეული ხეობების მიხედვით არსებული სიანტერესო ტურისტული ობიექტები.