Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვინ დატოვებს ქუთაისის საკრებულოს?-დეპუტატების საჯარო ბრალდებები

თარიღი : 28-03-2019, 17:11 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნები“-ს დეპუტატმა ალეკო ახალაძემ ბრიფინგი გამართა. მან ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია, ასევე, "ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე და საკრებულოს დეპუტატი დავით გოგისვანიძე სიცრუესა და ცილიმწამებლური განცხადებების გავრცელებაში დაადანაშაულა.

ახალაძემ კონკრეტულად 27 მარტს, საკრებულოს სხდომის შემდეგ გიგა შუშანიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე გაამახვილა ყურადღება (ბრალდების მიხედვით, მას თითქოს კრედიტი აქვს აღებული, რომლის დაფარვაშიც მთავრობა ეხმარება).

"თუ მისი ეს ბრალდება დადასტურდა, მე მოვიხდი მოდიშს და წავალ საკრებულოდან თუ არა და მან თავად მოიხადოს ბოდიში,"- განაცხადა ახალაძემ ბრიფინგზე და ჟურნალისტებს ბრალდების ნამდვილობით დაინტერესებისაკენ მოუწოდა.


ნანახია: 798-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ოფისში ქალაქის საკრებულოს ფრაქცია "მაჟორიტარების" თავმჯდომარემ დავით გოგისვანიძემ საკრებულოს
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია 'ერთიანი ნაციონალური მოძრაობა' ქუთაისის ახალ მერს გიორგი ჭიღვარიას რამდენიმე ინიციატივას სთავაზობს.

ამინდი