Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მცოცავ მიწაზე მდებარე სოფელ გორდის საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

თარიღი : 28-03-2019, 00:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მცოცავ მიწაზე მდებარე ხონის სოფელ გორდის საჯარო სკოლას, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია, რეაბილიტაცია ჩაუტარდება. აღნიშნულის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ხონის მერმა ლადო ჯურხაძემ განუცხადა.

ლადო ჯურხაძის განმარტებით, სოფელ გორდში ახალი სკოლის ასაშენებლად ალტერნატიული ფართის მოძიება ვერ მოხერხდა. რის გამოც არსებული სკოლის რეაბილიტაციის პროექტირების სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები დაზიანებული კედლების გამაგრება-რეკონსტრუქციას გულისხმობს.

"იყო ახალი სკოლის აშენების სურვილი, მაგრამ ახალი სკოლის აშენებისთვის საჭირო ფართის, 8000კვ. მ.-ის გამოყოფა ვერ მოხერხდა. სამხარაულის დასკვნის მიხედვით, შესაძლებელია სკოლას ჩაუტარდეს გამაგრებითი სამუშაოები, მოცილდეს ის ფლიგელები, რომელიც ამჟამად არის დაზიანებული და ამის შემდეგ მოხდეს სკოლის რეკონსტრუქცია. პროექტირების დასრულების შემდეგ მოხდება ბიუჯეტის გამოყოფა და განხორციელდება სკოლის გამაგრებითი სამუშაოები,"- აცხადებს ხონის მუნიციპალიტეტის მერი.

სოფელ გორდის საჯარო სკოლაში სადაც 101 მოსწავლე და 22 პედაგოგია სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს, მაგრამ შენობის დაზიანებული ნაწილი უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით ჩაგეტილია.

"ამ ეტაპზესკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობს, თუმცა ის ფლიგელები, რომელიც ავარიულია, ჩაკეტილია. ამით უსაფრთხოება მაქსიმალურად არის უზრუნველყოფილი," - განმარტავს ლადო ჯურხაძე.

ცნობისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება არამდგრად მიწაზეა აშენებული და მიწა გადაადგილდება, სკოლის კედლები ყოიველდღიურად იბზარება. არამდგრადი ნიადაგის არეალში განსაკუთრებით შენობის სპორტდარბაზი და სამასწავლებლოა მოქცეული.

ესმერალდა კუპრაძე


ნანახია: 775-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოფელ გორდის სკოლა მცოცავ მიწაზე მდებარეობს, რის გამოც სკოლის შენობის კედლები დაბზარულია.
რა ბედი ეწევა სოფელ გორდისწ საჯარო სკოლას, აღნიშნული სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის გეოლოგების კვლევების დასრულების
სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლა გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებს.

ამინდი