Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში არქეოლოგიური გათხრები ივნისის თვიდან განახლდება

თარიღი : 26-03-2019, 21:04 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, გორას დასახლებაში არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისის მეორე ნახევრიდან განახლდება. ამის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ქუთაისის ისტორიული მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორმა როლანდ ისაკაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ქართულ-პოლონური პროექტის ფარგლებში, 2018 წელს მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენები გაკეთდა.

„არქეოლოგიური გათხრები სეზონურია და ივნისის მეორე ნახევრიდან განახლდება. ამ ეტაპისთვის სამუშაოები არ მიმდინარეობს. ივნისის მეორე ნახევრიდან განვაახლებთ სამუშაოებს, ხოლო აგვისტოს ბოლო რიცხვებისთვის შედეგი გვექნება,“ - განმარტავს როლანდ ისაკაძე.

ცნობისთვის, პოლონელ და ქართველ არქეოლოგთა გუნდმა არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქუთაისში 3 000 წლის წინანდელი თავდაცვითი თხრილი აღმოაჩინა. სპეციალისტთა განმარტებით, წყლით სავსე თხრილი მნიშვნელოვანი კოლხური კულტურული დასახლების თავდაცვის საშუალებას წარმოადგენდა გვიანი ბრინჯაოს ხანისათვის.

ესმერალდა კუპრაძე


ნანახია: 676-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წყლით სავსე თხრილს სპეციალისტები გვიანი ბრინჯაოს ხანის მნიშვნელოვანი კოლხური კულტურული დასახლების თავდაცვის საშუალებას
ინფორმაციას ამის შესახებ ისტორიკოსი, საქართველოს პარლამენტის წევრი ომარ ნიშნიანიძე ავრცელებს.
გეგუთის სასახლის რეაბილიტაციის მიზნით, ქუთაისის ეროვნულმა მუზეუმმა გეგუთში არქეოლოგიური სამუშაოები განაახლა. 'კრისტალი' კი

ამინდი