ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში პოლიციის აკადემიისა და საპატრულო პოლიციის ცენტრის მოსაწყობად სამუშაოები მიმდინარეობს
თარიღი : 26-03-2019, 12:07 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემის პროცესი მიმდინარეობს.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, პარლამენტის ყოფილ შენობაში შსს-ს აკადემია და საპატრულო პოლიციის ცენტრი განთავსდება.
"პარლამენტის ყოფილი შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაოები და კონკრეტულად ვერ გეტყვით რა ვადებში დასრულდება. პარლამენტის ყოფილ შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის ნაწილი განთავსდება და ასევე იქნება საპატრულო პოლიციის ცენტრი,"-განმარტავენ შსს-ს პრესსამსახურში.
ესმერალდა კუპრაძე