Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვინ არის ჭიათურის მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე?

თარიღი : 25-03-2019, 22:32 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჭიათურის მერის პოზიციის დასაკავებლად გივი მოდებაძე იბრძოლებს.

გივი მერაბის ძე მოდებაძე, დაიბადა 1977 წლის 18 აგვისტოს ჭიათურაში.

განათლება - 1995-2000 წელი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი; სპეციალობა - ფინანსები და საბანკო საქმე.

სამუშაო გამოცდილება:

1997-2004 წელი - დაზღვევის სახელმწიფო ფონდი
2004-2009 წელი - სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილება
2009-2013 წელი - სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილება

2017 წელი - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე
2018 წლიდან დღემდე -ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის მაისში ტარდება მუნიციპალიტეტების მერების არჩევნები ზუგდიდში, მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ხულოში. აგრეთვე საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები ქალაქ თბილისის მთაწმინდის საარჩევნო ოლქში.

"ჭიათურაში ჩვენი კანდიდატი იქნება გივი მოდებაძე. ბატონმა გივიმ ასევე კარგად იცის ჭიათურის გამოწვევები და პოტენციალი. დარწმუნებული ვართ, ის იქნება ძალიან წარმატებული მერი, რომელიც უზრუნველყოფს შემდგომში ამ მუნიციპალიტეტის განვითარებას,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა გივი მოდებაძის წარდგენისას.


ნანახია: 1419-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი