ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს დეპუტატები იმპიჩმენტს უცხადებენ
თარიღი : 12-02-2014, 10:46 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის საკრებულოს 10 დეპუტატი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილისა და საკრებულოს საფინანსო კომისიის ხელმძღვანელის გოგიტა გოგელაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზნით, საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას ითხოვს. შესაბამისი განცხადებით დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარეს უკვე მიმართეს.
ქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რომელთა გათვალისწინებით თვლის, რომ აღნიშნულმა პირებმა თანამდებობები არ უნდა შეინარჩუნონ.
„არის დარღვევები ბიუჯეტის გადახარჯვის კუთხით. საკრებულოს თავმჯდომარე ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებდა.ხოლო საფინანსო კომისიის თავმჯდომარემ გოგიტა გოგელაშვილმა თავის კომპეტენციას აურია. მისი კომისიის სხდომით ავტოსადგომების საკითხის გადაწევა მოხდა. საკრებულოს თავმჯდომარე ადგილობრივი „პატრიოტების“ ინტერესებს ატარებს და საკრებულოს თავმჯდომარის კომპეტენციას სცდება. ის სერიოზული საფრთხე გახდა როგორც გადაწყვეტილების მიმღები ხმა მერის თემასთან მიმართებაში. შეიძლება საფრთხე შეექმნას მერს,“- ამბობს მღვდელაძე.
მამუკა მღვდელაძის თქმით, სხდომა, სადაც აღნიშნულ საკითხებზე იმსჯელებენ, შესაძლოა ორშაბათს გაიმართოს.