Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ხელისუფლებამ გზა გაუხსნა კერძო მევახშეებს, რომლებიც უფრო მეტი სისხლის მწოველები არიან, ვიდრე-ბანკები"

თარიღი : 23-03-2019, 12:25 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე გამკაცრებული საბანკო რეგულაციები გააპროტესტა. როგორც წულაია აღნიშნავს, ხელისუფლების გადაწყვეტილება კერძო მევახშეებისთვის ფულის შოვნის საშუალება გახდა.

"ხელისუფლების ერთ-ერთი უგუნური გადაწყვეტილებაა საბანკო რეგულაციების გამკაცრება. პრემიერმა ბახტაძემ ჭარბვალიანობის დაძლევის მიზნით შემოიღო საბანკო რეგულაციები, რომელმაც პირიქით იმოქმედა- შემცირდა სამუშაო ადგილები, ბანკებში დაიწყეს ადამიანების განთავისუფლება, რამეთუ კრედიტების გაცემა შეიზღუდა და მომხმარებლის მომსახურეობა არ უწევდათ. ტექნიკის მაღაზიებშიც შემცირდა გაყიდვები და აქაც დაიწყო ადამიანების შემცირება, მივიღეთ ტრაგიკული სიტუაცია, თუ ვინმეს რაიმე სასწრაფო საოპერაციოდ ან სხვა მიზეზებისთვის გაუხდათ ფულის სესხების საჭიროება, ვეღარ მიმართავენ ბანკებს. აგერ გზა გაეხსნათ კერძო მევახშეებს, რომლებიც უფრო მეტი სისხლის მწოველები არიან, ვიდრე ბანკები. ბანკი უნდა გახდეს რეალურად ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი და არა ადამიანების დაღუპვის და სახლ-კარის დაკარგვის მიზეზი,"- განმარტავს გოგი წულაია.

წულაია გამოსავალს საბანკო რეგულაციების შერბილებაში-კერზოდ, ბანკების მიერ პროცენტების დაწევაში და სესხების ხანგრძლივობის გაზრდაში ხედავს.

ცნობისთვის, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) დებულება, რომლითაც სესხის გამცემ ყველა ორგანიზაციას ევალება, შეაფასოს მსესხებლის გადახდისუნარიანობა და არ გასცეს ფიზიკურ პირზე იმაზე მეტი სესხი ან დააკისროს სხვა ვალდებულება, მაგალითად, თავდებობა, ვიდრე მას გადახდის რეალური შესაძლებლობა აქვს.

გათვალისწინებულია გამონაკლისებიც. მაგალითად, სალომბარდო სესხების დროს შემოსავლების შეფასება აუცილებელი არ არის და ფიზიკური პირის ვალდებულება მხოლოდ გირაოს საგნით შემოიფარგლება.

ამასთანავე დგინდება ერთიანი ჭერი იმაზე, თუ რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს ამა თუ იმ ტიპის სესხი, მაგალითად, იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად 15 წელი, სატრანსპორტო სესხის ვადად 6 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის ვადად 10 წელი, ხოლო სხვა ნებისმიერი ტიპის სესხის მაქსიმალურ ვადად 4 წელი განისაზღვრა.

სებ-ის ნორმატიული დოკუმენტის მიხედვით, 1 000 ან უფრო ნაკლები ყოველთვიური შემოსავლის შემთხვევაში, ჰეჯირებული მსესხებლებისთვის სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 35% უნდა იყოს, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ ყოველთვიური შემოსავალი გაქვთ 1000 ლარი, ყოველთვიური დასაფარი თანხა 350 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 1 000-დან 2 000 შემოსავალზე 45% უნდა იყოს; 2 000-4 000 ლარის შემოსავლის შემთხვევაში - 55%; 4 000 და უფრო მაღალი შემოსავლის შემთხვევაში სესხის მაქსიმალური კოეფიციენტი 60%-ით განისაზღვრა.

რაც შეეხება არაჰეჯირებულ მსესხებლებს, ამ შემთხვევაში სესხის მაქსიმალური კოეფიციენტი შედარებით დაბალია. დოკუმენტის მიხედვით, 1000 ლარის ან უფრო ნაკლები შემოსავლის შემთხვევაში სესხის მაქსიმალური კოეფიციენტი 25%-ით განისაზღვრა, 1 000-4 000 ლარის შემთხვევაში - 30%-ით, 4 000 ლარის ან უფრო მეტის შემთხვევაში - 35%-ით.
ამასთან, ჰეჯირებული მსესხებლებისთვის განსაზღვრული კოეფიციენტები ვრცელდება ასევე იმ მსესხებლებზე, რომლებსაც შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვთ, ხოლო სესხს იღებენ ლარში.

ცნობისათვის, ჰეჯირებულია მსესხებელი, თუ შემოსავალი აქვს ლარში და სესხსაც ლარში იღებს, არაჰეჯირებული კი, როდესაც შემოსავალი აქვს ლარში, სესხს კი უცხოურ ვალუტაში იღებს.

ესმერალდა კუპრაძე


ნანახია: 1032-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თუ პირის ყოველთვიური შემოსავალია 1000 ლარი, მის მიერ სესხის დაფარვისას ყოველთვიური შენატანი არ უნდა აღემატებოდეს 350 ლარს.
სესხის მომსახურების კოეფიციენტი მსესხებლის შემოსავალზე იქნება დამოკიდებული.
აღნიშნული რეგულაცია ნოემბრიდან მხოლოდ კომერციულ ბანკებს, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან კი ყველა სესხის გამცემ სუბიექტს შეეხება.
კერძოდ, სამუშაო დოკუმენტის თანახმად დაუშვებელი იქნება ისეთი სესხის გაცემა, რომელზეც მსესხებელი მხოლოდ საპროცენტო განაკვეთს იხდის,
ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემისას სესხის დაფარვის გრაფიკი ისე უნდა იყოს განაწილებული, რომ მოქალაქე მისი პირადი შემოსავლის 30%-ზე

ამინდი