გეგუთის კოლონიაში პატიმრებმა შიმშილობა შეწყვიტეს
თარიღი : 12-02-2014, 09:31 | კატეგორია: სამართალი

გეგუთის #14 სასჯელაღსრულ;ების დაწესებულების პატიმრებმა შიმშილობა შეწყვიტეს.
მსჯავრდებულებს წუხელ ღამით სახალხო დამცველის რწმუნებული მადონა ბასილაძე შეხვდა. ბასილაძის თქმით, პატიმრები პროტესტის განსხვავებულ ფორმაზე გადადიან. კერძოდ, ისინი არ შეხვდებიან ახლობლებს, არ მიიღებენ ამანათებს და სიგარეტისა და გაზიანი სასმელის გარდა, კოლონიის ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიიდან სხვა რაიმეს არ შეიძენენ.
შეგახსენებთ, რომ გეგუთის კოლონიის პატიმრებს პერეტენზიები დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართ აქვთ. ისინი დირექტორისა და მოადგილეების გათავისუფლებას ითხოვენ, რის გამოც 800-მდე პატიმარი დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში შიმშილობდა.