Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რატომ ვერ არჩევენ ქუთაისის მერიაში მერის პირველ მოადგილეს?

თარიღი : 22-03-2019, 18:14 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაის მერიაში მერის პირველი მოადგილის პოზიცია ვაკანტურია. გიორგი იობაშვილი ამ დროისათვის ვიცე-მერად მხოლოდ ქალაქის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა მოხსენიებული. მან თანამდებობა ოფიციალური ინფორმაციით, პირადი განცხადების საფუძველზე, მიმდინარე წლის 7 თებერვალს დატოვა.

ვიცე-მერის დღემდე ვაკანტურ პოზიციას ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე გიგა შუშანია "ქართულ ოცნებაში"არსებულ შიდა დაპირისპირებას უკავშირებს და განმარტავს, რომ წარდგენილი კანდიდატი ქალაქის პრობლემების გადაჭრაზე ზრუნვის ნაცვლად, კონკრეტული ჯგუფების ინტერესების გატარებაზე იქნება ორიენტირებული.

"ვიცე მერის პოზიცია ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთი მიზეზის გამო არის ვაკანტური, იმიტომ, რომ "ქართულ ოცნებაში" სხვადასხვა ჯგუფებს შორის არსებული შიდა დაპირისპირება გაღრმავდა. ქუთაისის მერს ჩვენი ინფორმაციით ჰყავდა კონკრეტული კანდიდატი, რომელიც თბილისმა შეაჩერა და შესაბამისად არ მოხდა ამ ადამიანის დანიშვნა. ერთადერთი ამოცანა გააჩნია ამ ჯგუფებს, როგორმე გაიღრმავონ საკუთარი ძალაუფლება და დანიშნონ თავიანთი კანდიდატი, რომელიც იქნება ორიენტირებული არა ქალაქის პრობლემების გადაჭრაზე, არამედ კონკრეტული ჯგუფების ინტერესების გატარებაზე," -განმარტავს გიგა შუშანია.

ვიცე-მერის ვაკანტურ პოზციაზე "ქართული ოცნების" ქუთაისის ოფისმა საკრებულოს წევრ ლაშა გვენეტაძის კანდიდატურა წარადგინა, თუმცა არსებული ინფორმაციით, გვენეტაძეს ცენტრალურ ხელისუფლებაში ვიცე-მერობაზე უარი უთხრეს.

ესმერალდა კუპრაძე


ნანახია: 359-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულოს წევრი ლაშა გვენეტაძე სასჯელს ადამიანის ცემის გამო იხდიდა.
Topnews.com.ge-ს ინფორმაციით, ახალი გუბერანტორის დანიშვნის შემდეგ, ლომიძე ერთ-ერთი მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.
ქუთაისის მერიას ამ დროისათვის 4 ვიცე-მერი ჰყავს.

ამინდი