Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის გუბერნიამ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე შშმ ბავშვთა დღის ცენტრში აღნიშნა

თარიღი : 21-03-2019, 16:26 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის გუბერნატორის მოადგილე ბესიკ გოფოძე ჟურნალისტებთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრ ,,თაირისს“ ესტუმრა და დაუნის საერთაშორისო დღე მიულოცა. რწმუნებულის მოადგილე და ჟურნალისტები მათთან ერთად სხვადასხვა აქტივობებში ჩერთენ და ერთობლივად მიიღეს მონაწილეობა დაგეგმილ ღონისძიებებში. თავის მხრივ შშმ ბავშვებმა სპეციალურად სტუმრებისთვის მუსიკალური ნომრები შეასრულეს.

,,21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე, ქართული ჟურნალისტიკისა და ტყის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ ერთობლივი აქცია დაგეგმა, რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტებთან ერთად ვესტუმრეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს, მათთან ერთად ჩავერთეთ სხვადასხვა აქტივობებში და გავეცანით რა გარემოში უწევთ ყოველდღიურად ყოფნა და როგორია მათი სასწავლო პროცესი.

დღესვე, აქციის ფარგლებში ჟურნალისტებთან, იმერეთში სატყეო სააგანტოს თანამშრომლებთან და ბავშვებთან ერთად სიმბოლურად დავრგეთ ხეებიც. ჩვენ, მეგობრები არ ვითვლით ქრომოსომებს და მომავალში კიდევ არაერთი აქტივობის განხორციელებას ვაპირებთ,“–აღნიშნა ბესიკ გოფოძემ.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მე–4 წელია ამ დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის აქციებს ახორციელებს.


ნანახია: 366-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მსოფლიო დღე 21 მარტს აღინიშნება.
ცნობისთვის, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2012 წლიდან აღინიშნება.
იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ დაუნის სინდრომის მქონე 50 ბავშვი გუბერნიაში მიიღო. მათ გუბერნატორისგან საჩუქრები მიიღეს და
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თანამშრომლების შვილებისთვის სახალისო აქცია
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა, მოადგილემ ბექა ყანჩელმა და ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების

ამინდი