Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მოგვაცილეთ ნაგავი,'-იმერეთის გუბერნიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა

თარიღი : 20-03-2019, 13:53 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"არა ჭოგნარის ნაგავსაყრელს", "მოგვაცილეთ ნაგავი"-ამ მოწოდებებით იმერეთის რეგიონალური ნაგავსაყრელის მშენებლობის წინააღმდეგ მორიგი აქცა გაიმართა.

ქუთაისში, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან ამჯერად თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლების: ჭოგნარის, გოგოგნის, კვახჭირის და ოდილაურის მცხოვრებლები შეიკრიბნენ. ადგილობრივები მათ მიმდებარედ მუნიციპალური ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებენ.

"არ დავუშვებთ ნაგავსაყრელის მშენებლობას, ეს საფრთხეს გვიქმნის ჩვენ. მოძებნონ ალტერნატიული ადგილი და იქ მიაწყონ. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, კარვებს გავშლით და თუ ვერ იგებენ რას ვითხოვთ, გავაგებინებთ და მეტი მოვალთ. სად არიან დეპუტატები, რატომ არ გვპასუხობენ და არ გვხვდებიან,"-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

მათ ქუთაისში ავტომობილებით მსვლელობა მოაწყვეს და მოსახლეობას სოლიდარობისკენ მოუწოდეს, რადგან მათი თქმით, ეს საფრთხეს შეუქმნის ქუთაისს და ქალაქში პრობლემა შეიქმნება.


ნანახია: 565-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თერჯოლის სოფელ ჭოგნარის მაცხოვრებლებმა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან აქცია გამართეს. ისინი სოფელ ჭოგნარში დაგეგმილი
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის მოსახლეობა საპროტესტო აქციებით იმუქრება.

ამინდი