Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'კომპანიები თუ ერთმანეთს ებრძვიან, მომხმარებლებმა რა დავაშავეთ?!' - რატომ არ არიან ქართულ სუპერმარკეტებში 'კლიენტები' ყოველთვის მართალი

თარიღი : 20-03-2019, 09:57 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"კლი­ენ­ტი ყო­ველ­თვის მარ­თა­ლია!" - ყვე­ლა­ფე­რი რომ მომ­ხმა­რებ­ლის სურ­ვილ­ზე უნდა იყოს მორ­გე­ბუ­ლი, ეს კარ­გად ვი­ცით, მაგ­რამ მოდი, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში დრო­ის დე­ფი­ციტ­ზეც ვი­სა­უბ­როთ. დღეს იმ­დე­ნად აჩ­ქა­რე­ბუ­ლია ცხოვ­რე­ბის ტემ­პი, რომ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, სერ­ვი­სე­ბი, კო­მერ­ცი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბი­ - ყვე­ლა­ფე­რი დრო­ის მო­გე­ბის პრინ­ცი­პით ამოქ­მედ­და და ჩვე­ნი დრო­ის და­ზოგ­ვი­სა და კომ­ფორ­ტის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი, მაგ­რამ რა ხდე­ბა ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში?

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სა­ღა­მოს დაღ­ლი­ლი, ენერ­გი­ა­გა­მოც­ლი­ლი სამ­სა­ხუ­რი­დან ბრუნ­დე­ბი და სუ­პერ­მარ­კეტ­ში შე­ივ­ლი, რომ ხელს გა­ა­ყო­ლო პრო­დუქ­ტი. ერთი სული გაქვს, შინ რო­დის მიხ­ვალ,­ რომ გემ­რი­ე­ლად ივახ­შმო, მერე ტე­ლე­ვი­ზორ­თან მო­კა­ლათ­დე და ცოტა ხნით და­ის­ვე­ნო, თუმ­ცა... ერთ მარ­კეტ­ში შენ­თვის სა­სურ­ვე­ლი ძა­ლი­ან ბევ­რი პრო­დუქ­ტი არ გხვ­დება და ყვე­ლაფ­რის შე­სა­ძე­ნად, დრო­ის უდი­დე­სი მო­ნაკ­ვე­თი მა­ღა­ზი­ებ­ს შო­რის წინ და უკან სი­ა­რულ­ში გე­ხარ­ჯე­ბა.­

მოკ­ლედ, ერთ სივ­რცე­ში ყვე­ლა პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნის კომ­ფორ­ტი და­ი­ვი­წყეთ და ნურც აღ­შფოთ­დე­ბით, რად­გან ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში "ყო­ველ­თვის მარ­თა­ლი კლი­ენ­ტის" წესი არ მუ­შა­ობს! ამ პრობ­ლე­მის თავ­ში კი ქარ­თუ­ლი სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსე­ლის მე­ნე­ჯმენ­ტია, რო­მელ­საც, რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ჩვე­ნი დრო­ის დე­ფი­ცი­ტი­ სუ­ლაც არ ანაღ­ვლებს და კლი­ენ­ტის კომ­ფორ­ტიც ჩი­რად არ უღირს... ეს პრობ­ლე­მა მხო­ლოდ ად­გი­ლობ­რი­ვი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის არ არის თვალ­სა­ჩი­ნო.­ ცოტა ხნის წინ ევ­რო­პელ­მა სტუ­მარ­მა ჩემ­თან სა­უბ­რი­სას ბრა­ზი ვერ და­მა­ლა - თქვენს სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში სხვა წე­სე­ბი მოქ­მე­დებ­სო...


"სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფლე­­ბ­ები რომ არ­სად არის და­ცუ­ლი, ეს სი­ახ­ლეს არ წარ­მო­ად­გენს, მაგ­რამ "ორმა ნა­ბი­ჯ­მა" მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. ჯერ იყო და ამ ქსელ­მა უბ­ნის პა­ტა­რა მა­ღა­ზი­ე­ბი ჩა­ძი­რა, არა­და, ხში­რად მე­ზობ­ლე­ბი­ ნი­სი­ით ვსარ­გებ­ლობ­დით. მერე ხალ­ხი შე­აჩ­ვი­ეს - დახ­ლე­ბი სავ­სე ჰქონ­დათ და თით­ქოს ერ­თგვა­რი კომ­ფორ­ტიც შეგ­ვიქ­მნეს, მაგ­რამ ესეც დრო­ე­ბი­თი აღ­მოჩ­ნდა.

"კოკა-კო­ლას", "პეპ­სის", "ფან­ტას", "ნა­ბეღ­ლავს", ზო­გი­ერ­თი მწარ­მო­ებ­ლის ძეხ­ვე­ულ­სა და კი­დევ ბევ­რი და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქტს აღარ იღე­ბენ და დავ­რბი­ვარ ასე მა­ღა­ზი­ი­დან მა­ღა­ზი­ა­ში. ეს ძა­ლი­ან დიდ უხერ­ხუ­ლო­ბას მიქ­მნის. მიკ­ვირს, ამ­ხე­ლა ქსე­ლი ელე­მენ­ტა­რულ რა­ღა­ცებს რა­ტომ არ ით­ვა­ლის­წი­ნებს? სად გვაქვს ამ­დე­ნი დრო, ამათ გა­უ­გე­ბარ გა­რი­გე­ბებს მო­ვარ­გოთ ჩვე­ნი ყოვე­ლ­დღი­უ­რო­ბა?!" - ამბ­ობს მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

იგი­ვე გან­წყო­ბა აქვთ ჩემს სხვა რეს­პონ­დენ­ტებ­საც:

"ორი წლის წინ, უბან­ში "ორი ნა­ბი­ჯი" გაგ­ვიხ­სნეს.­ ახ­ლო­მახ­ლო სხვა მარ­კე­ტე­ბი არ გვაქვს, ადრე უბან­ში პა­ტა­რა მა­ღა­ზი­ე­ბი იყო, მაგ­რამ "ორ ნა­ბიჯს"­ კონ­კუ­რენ­ცია ვერ გა­უ­წი­ეს და ყვე­ლა და­ი­ხუ­რა... რამ­დენ­ჯერ­მე მო­მინ­და კონ­კრე­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის შე­ძე­ნა, მაგ­რამ მპა­სუ­ხობ­დნენ, ამ­ჟა­მად არ გვაქ­ვსო. მერე რამ­დენ­ჯე­რაც შე­ვე­დი, ეს პრო­დუქ­ტე­ბი­ არც ­ერთხელ არ დამ­ხვდა დახლზე და ბო­ლოს გაბ­რა­ზე­ბულ­მა­ კონ­სულ­ტან­ტებს ისევ შევ­ჩივ­ლე, რა­ტომ არ ჰქონ­დათ მა­გა­ლი­თად, "ნა­ბეღ­ლა­ვი", ან "კოკა-კოლა"... მოკ­ლედ, გამ­ყიდ­ველ­მა რო­გორც იქნა ამო­ღერ­ღა, მაგ პრო­დუქ­ცი­ას ტყუ­ი­ლად კი­თხუ­ლობთ, ჩვენს ქსელ­ში ვე­რას­დროს ნა­ხავ­თო.

ერ­თმა კონ­სულ­ტან­ტმა კი ჩამ­ჩურ­ჩუ­ლა: "არსი კო­ლას" დიდი ფული აქვს გა­დახ­დი­ლი, რომ "კოკა-კოლა" არ შე­მო­ი­ტა­ნონ, ამი­ტო­მაც არ გვაქვს მარ­კეტ­ში, "ნა­ბეღ­ლავ­ზე" კი ვე­რა­ფერს გე­ტყვი­თო... "ორი ნა­ბი­ჯის" დახ­ლე­ბი­დან გაქ­რა "ლი­დერ ფუ­დის" პრო­დუქ­ცი­აც, ასა­წო­ნი ყა­ვაც და კი­დევ არა­ერ­თი და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქ­ტი... არა­და, ამ­ხე­ლა სუ­პერ­მარ­კე­ტი ხომ ყვე­ლა გე­მოვ­ნე­ბის მყიდ­ველს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს?! აღა­რა­ფერს ვამ­ბობ იმა­ზე, რომ ფა­სე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რდე­ბა... ვერ გა­მი­გია, ეს რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა, კომ­პა­ნი­ე­ბი თუ ერ­თმა­ნეთს ებ­რძვი­ან, მომ­ხმა­რებ­ლებ­მა რა და­ვა­შა­ვეთ?!" - წუხს ახალ­გაზ­რდა ქალ­ბა­ტო­ნი.

უკ­მა­ყო­ფი­ლო ჩანს სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსელ "ფუდ­მარ­ტის" მომ­ხმა­რე­ბე­ლიც:

"მი­თხრეს, რომ "ტკბი­ლი ქვეყ­ნი­სა" და "სან­დო­მის" ტკბი­ლე­უ­ლის გარ­და, აქ სხვას არ ყი­დი­ან. თუ მომ­ხმა­რე­ბელს მრა­ვალ­ფერ­ოვან არ­ჩე­ვანს ვერ სთა­ვა­ზო­ბენ, მა­შინ ეს ქსე­ლი უნდა და­ი­ხუ­როს და ვინც მომ­ხმარ­ებ­ლის მო­თხოვ­ნას სრუ­ლად და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს, ბა­ზარ­ზეც ის დარ­ჩეს! აბა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამათ თა­მა­შებს შე­ე­წი­როს მომ­ხმა­რებ­ლის დრო და ნერ­ვე­ბი?!"

ambebi.ge


ნანახია: 517-ჯერ

მსგავსი სიახლეები
11 წლის თეკ­ლა ჯა­ოშ­ვი­ლი თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი ბავ­შ­ვია. ის ფე­ნო­მე­ნუ­რი ნი­ჭი­თაა და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი თბი­ლის­ში ფიქ­სირ­დე­ბა, შემ­დეგ კი იმე­რე­თის
პე­რი­ო­დუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა 2018 წლის 1 იან­ვრი­დან ამოქ­მედ­და და ეტა­პობ­რი­ვად ხორ­ცი­ელ­დე­ბა.
ოფლი კა­ნის ზე­და­პი­რი­დან ორ­თქლდე­ბა და ორ­გა­ნიზმს აგ­რი­ლებს. კა­ნის სხვა­დას­ხვა უბა­ნი სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად
პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბრი­დან სეს­ხის გამ­ცე­მი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის წე­სე­ბი იც­ვლე­ბა და სეს­ხის წლი­უ­რი ეფექ­ტუ­რი

ამინდი