Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანის სოფელ შუამთას საბავშვო ბაღის ახალი შენობა აქვს

თარიღი : 19-03-2019, 19:12 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების დაცვით აშენებული საბავშვო ბაღის შენობა გაიხსნა. ახალი საბავშვო ბაღის გახსნას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გორდელაძე, ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მერის მოადგილეები, ა(ა)იპ ვანის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი გვანცა სიგუა, საკრებულოს წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები დაესწრნენ.

შუამთის საბავშვო ბაღის მშენებლობა გარდამავალი პროექტის ფარგლებში, ორ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯი დი ეს კომპანი“-ს მიერ აშენდა და გადაიხურა შენობა, მშენებლობის მეორე ეტაპზე კი ი/მ „ბესიკ სოლომონისძემ განახორციელა შენობის შიდა სარემონტო-კოსმეტიკური სამუშაოები.

შუამთის საბავშვო ბაღის ახალი შენობის მშენებლობაზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ჯამში 289 100 ლარი დაიხარჯა. შედეგად ვანის მუნიციპალიტეტს საბავშვო ბაღის კიდე ერთი ახალი ,თანამედროვე სტანდარტების დაცვით აშენებული და გარემონტებული საბავშვო ბაღის შენობა შეემატა, რომელიც აღჭურვილია ბავშვის აღზრდისა და განვითრებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო ინვენტარით და რესურსით. შუამთის საბავშვო ბაღის შენობა 80 აღსაზრდელზეა გათვლილი და მასში ფუნქციონირებს ბაგა ჯგუფიც.


ნანახია: 356-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ინაშაურის მოსახლეობას შეხვდნენ.

ამინდი