Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორც მთავრობას უნდა, ისე ხდება,-ქუთაისში გაზრდილ ხელფასებზე საქსტატის კვლევას არ ენდობიან

თარიღი : 19-03-2019, 13:36 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში საშუალო ხელფასი 1202.0 ლარს შეადგენს.

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge დაინტერესდა რას ფიქრობენ მოქალაქეები აღნიშნულ კვლევაზე და საქსტატის მონაცემი რამდენად შეესაბამება ჩვენს ქვეყანაში არსებულ რეალობას.

როგორც ირკვევა, საზოგადოების ნაწილი არ ენდობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს. თავიანთ მოსაზრებას კი ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონით ამყარებენ.

"როგორც მთავრობას უნდა, ისე ხდება, არამგონია ეს მონაცემები სწორი იყოს. ძალიან გაჭირვებულია ხალხი, 1000 ლარი კი არა 100 ლარიანი სამსახურებიც რთული საშოვარია,“- ამბობს ქუთაისის მკვიდრი ლერი ზივზივაძე.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "საქსტატის" 2018 წლის მონაცემების მიხედვით, ქალების საშუალო ხელფასი 906.0 ლარით, ხოლო კაცების -1468.5 ლარით განისაზღვრა. საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

„მგონია, რომ არ არის სწორი მონაცემები. ქალებს ცოტა აქვთ ხელფასი, ძალიან დიდია სხვაობა. ზოგადად ძალიან დიდი ხელფასი ცოტას აქვს, უმრავლესობას კი ძალიან დაბალი ხელფასი აქვს. ცუდია, რომ ერთეულების ხარჯზე და მათი მაღალი ხელფასის გამო იწევს საშუალო ხელფასი. მოსახლეობის უმეტესობას დაბალანაზღაურებადი სამსახურებით უწევს თავის გატანა თვიდან თვემდე. თუ კი ქალსაც შეუძლია იგივე საქმიანობის შესრულება, რაც მამაკაცს, რა თქმა უნდა არ უნდა იყოს სხვაობა მათ ანაზღაურებაში," - განმარტავს მაია ყიფიანი.

„906 ლარი აქვთ ქალებს საშუალო ანაზღაურება? არა მგონია, 300-400 ლარსაც ვერ აფიქსირებენ ჩვენთან სამსახურებში დასაქმებულები. მაღალი ანაზღაურება მხოლოდ ერთეულებს აქვთ. ასეთი რადიკალური განსხვავება არ უნდა იყოს გენდერული კუთხით ანაზღაურებაზე, ხელფასების ასეთი გადანაწილება ძალიან არასახარბიელოა,“-ამბობს ქუთაისის მკვიდრი ეთერ თევზაძე.

ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გასაჯაროებული მონაცემებით, 2018 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2144.9 ლარი, მშენებლობა - 1956.4 ლარი და საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 1902.0 ლარით განისაზღვრა.

ესმერალდა კუპრაძე


ნანახია: 278-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მაღალი საშუალო ნომინალური ანაზღაურება სამშებენლო სექტორშია, ყველაზე დაბალი - განათლების
2015 წლის მეორე კვარტალთან შედარებით საშუალო ხელფასი 4.3%-ით არის გაზრდილი.
როგორც მერმა ქალაქის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე აღნიშნა, ის ყველა თანამშრომელს და ყველა კარგ ხელფასს დაიცავს, რადგან როგორც
საჯარო ინფორმაცია იმერეთის მთავარმა საინფორმაციო სააგენტომ გამოითხოვა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით საქართველოში სულ 3 720 000 ადამიანი ცხოვრობს. აქედან 32 000, რომელიც შედარებით
იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაზე, პრემიერის ბრძანების საფუძველზე გაზრდილ ხელფასს ეხამურება.

ამინდი