Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა გაკეთდება ხარაგაულში 4 მილიონ 200 ათასი ლარით

თარიღი : 19-03-2019, 10:29 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულმა, 2019 წელს, მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, რეგიონული განვითარების ფონდიდან 4 200 000 ლარი მიიღო.
აღნიშნული თანხის ფარგლებში, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ მომზადდა 19 პროექტი, რომელთა სრული შემადგენლობა სასოფლო გზების კაპიტალურ რეაბილიტაციას გულისხმობს.

ამ დროისთვის მერიის შესყიდვების განყოფილების მიერ სამუშაოების შესრულების მიზნით 19-ივე პროექზე გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერი.

მათგან უკვე დასრულებულია და ხელშეკრულება გაფორმებულია 12 პროექტზე:

1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანში სკოლისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია. ტენდერში გაიმარჯვებული კომპანია შ.პ.ს „პირამიდა ფ.რ“-ია, რომელიც 1 100 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას 148 500 ლარად შეასრულებს.

2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საღანძილეში ცენტრალური სასოფლო გზის რეაბილიტაცია. ხელშეკრულება გაფორმდა მუნიციპალიტეტსა და შ.პ.ს „ბუბას“ შორის, რომელიც სამუშაოებს გზის 1 200 მეტრიან მონაკვეთზე 178 518 ლარად შეასრულებს.

3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სარგვეშის ადმინისტრაციულ ერთეულში ორი სოფლის საბე-სარგვეშის დამაკავშირებელი 4 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია. სამუშაოებზე ხელშეკრულება შპს „მიმდემთან“ 620 00 ლარზე გაფორმდა.

4.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სარგვეშის ადმინისტრაციულ ერთეულში ორი სოფლის ხორითისა და სოფელ სარგვეშში ცისკაძეების სასოფლო გზის რეაბილიტაცია. გაერთიანებული პროექტით შედგა ტენდერი და ხელშეკრულება შ.პ.ს „ბორი 85“-თან გაფორმდა, რომელიც სამუშაოებს 590 500 ლარად შეასრულებს. ხორითში 1 800 მეტრიანი გზა გაკეთდება, ცისკაძეების უბანში კი - 2 500 მეტრიანი.

5.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქარიქედის სასოფლო გზის რეაბილიტაცია. შპს „საჩხერგზა“ -სთან ხელშეკრულება მერიამ 137 777 ლარზე გააფორმა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება 1 000 მეტრიან მონაკვეთს.

6.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში ავალიშვილების უბნის გზის რეაბილიტაცია. ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს იმერმშენი სამუშაოებს 1 300 მეტრიან მონაკვეთზე 165 057 ლარად შეასრულებს.

7.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრაწყაროს გზის რეაბილიტაცია (მე-2 ეტაპი) სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს „ბორი“.
გამარჯვებული კომპანია გზის 2 100 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას 290 000 ლარად შეასრულებს.

8. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ მოლითისა და სოფელ ბაბის სასოფლო გზების რეაბილიტაცია. ორი სოფლის გზის მშენებლობის მიზნით ერთობლივ პროექტზე გამოცხადებული ტენდერი შედგა. გამარჯვებული კომპანიაა „ნიუ გრუფი“, სოფელ ბაბში 600 მეტრიან მონაკვეთზე, ხოლო სოფელ მოლითში 1 200 მეტრიან მონაკვეთზე სამუშაოებს 434 628 ლარად შეასრულებს.

9. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვილაში ბლიაძეების და გოგიაშვილების საუბნო გზის რეაბილიტაცია. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბილდერი-2018“ გზის 1 300 მეტრიან მონაკვეთზე 151 000 ლარად შეასრულებს.

10. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ლაშეში კიკალიშვილების საუბნო გზის რეაბილიტაცია. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა შპს „ბორი 85“, რომელიც 900 მეტრიანი გზის მშენებლობას 106 923 ლარად შეასრულებს.
ყველა ზემოთ აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გზატკეცილების, გზების მშენებლობა, საძირკვლის მომზადებისა და ზედა ფენის გადაგების სამუშაოები.

რამდენიმე პროექტზე სამუშაოები უკვე დაწყებულია და აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.

ტენდერი დასრულებულია და შერჩევა შეფასება მიმდინარეობს 3 პროექტზე:

1.სოფელ ფარცხნალში ბარის უბნის გზის რეაბილიტაცია. გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია შპს „ჭედა 2012“, რომელიც სამუშაოებს 128 502 ლარად შეასრულებს.
2.სოფელ ისლარის გზის რეაბილიტაცია. გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ალპედე“, რომელიც შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში გზის მშენებლობას 246 229 ლარად შეასრულებს.

3.სოფელ წყალაფორეთში ბაღის უბანში გაბეხაძეების უბანში გზის რეაბილიტაცია. გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ნიუ გრუფი“, რომელიც შესაბამისი დოკუმენტაციის წაფრმოდგენის შემთხვევაში სამუშაოებს 334 900 ლარად შეასრულებს.

გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია და ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს 2 პროექტზე

1.სოფელ დეისში მეორე უბნის გზის რეაბილიტაცია. გამოვლენილია კომპანია „ნიუ გრუფი“. წინადადებების მიღება დამთავრდა 14 მარტს. მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება. კომპანია სამუშაოებს 640 მეტრიან მონაკვეთზე 100 000 ლარად შეასრულებს.

2. სოფელ ხიდარში ჯორტების საუბნო გზის რეაბილიტაცია. გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია შპს „გურია-2015“. წინადადებების მიღება დამთავრდა 12 მარტს. კომპანია სამუშაოებს 1 000 მეტრიან მონაკვეთზე 151 932 ლარად შეასრულებს.

სატენდერო წინადადებების მიღება დაწყებულია 2 პროექტზე.

1.სოფელ ღუდუმექეთის სასოფლო გზის რეაბილიტაცია. მერიამ ტენდერი 1 მარტს გამოაცხადა, წინადადების მიღება 19 მარტს დასრულდება. 920 მეტრიან მონაკვეთზე გზის რეაბილიტაციის მიზნით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 80 000 ლარია.

2.სოფელ ბაზალეთში ნანიტაშვილების და შერგელაშვილების საუბნო გზის შეკეთება. მერიამ ტენდერი 27 თებერვალს გამოაცხადა და წინადადებების მიღება 20 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1400 მეტრიანი მონაკვეთის შესაკეთებლად - 213 000 ლარია.


ნანახია: 847-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თანახმად, სოფელ ბზვანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია 20 ივლისს უნდა დასრულდეს.
სულორის ადმინისტრაციულ ერთეულში აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან 115 554 ლარი გამოიყო.
ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის პირველი მოადგილე გონერი მეფარიშვილი სულორის და ძულუხის ადმინისტრაციულ
გზის სრული რეაბილიტაცია აგვისტოს თვეში დასრულდება.

ამინდი