Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

უფუნქციო ლიფტები და წყლით დატბორილი სარდაფები-ქუთაისში, ახალ კორპუსებში მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ

თარიღი : 18-03-2019, 12:10 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, დევნილთა ახალ კორპუსებში მაცხოვრებლები გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ.

აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კორპუსებში მაცხოვრებლებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. მოსახლეობა ამბობს, რომ 14-სართულიან კორპუსებში არ მუშაობს ან კიდევ შეფერხებით მუშაობს ლიფტები, ხოლო სარდაფები წყლით არის სავსე.

"წყალშია მთელი ელექტროგაყვანილობა. ბინებში კი ისეთი ნესტია, სუნთქვა შეუძლებელია. ვის არ მივმართავთ დახმარებითვის, თუმცა უშედეგოდ. ისედაც გამწარებულები ვართ მთელი ცხოვრება და წესიერი ბინები მოეცათ, ხომ შეიძლებოდა,"- აცხადებენ დევნილები.

"ამ კორპუსებში მოხუცები და ბავშვები ცხოვრობენ. ცოდვით ვიწვები როც ვუყურებ, მეთოთხმეტე სართულიდან მოხუცები ჯოხდაბჯენილები როგორ ჩამოდიან ძირს ერთი პურის საყიდლად და როგორ სიმწრით ადიან მაღლა. რა უნდა ქნან. ვინც ქვედა სართულებზე ცხოვრობს, მათ სკამი გამოაქვთ მოხუცებისათვის, რომ დაისვენონ და მერე გააგრძელონ გზა,"- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.


ნანახია: 2302-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აქციის მონაწილეებმა კორპუსებში ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟება და სანატორიმში არსებული მძიმე პირობები გააპროტესტეს.
იძულებით გადაადგილებული პირები მათ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის შეყვანას ითხოვენ.
ბინებს დევნილები საქართველოს პარლამენტთან აშენებულ 2 თექვსმეტსართულიან კორპუსსა და მენაშენეებისგან გამოსყიდულ კორპუსებში მიიღებენ.
დევნილთა ნაწილმა აქცია მესხიშვილის თეატრთან გამართა.
ქუთაისში იძულებით გადაადგილებული პირების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ამინდი