Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, ახლადრეაბილიტირებულ თბილისის ქუჩაზე გარეგანათების ნათურებს იპარავენ

თარიღი : 14-03-2019, 18:33 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ შესაძლოა კამპანია: „მოუარე შენს ქალაქს“ დაიწყოს. ამის შესახებ ინფორმაციას საბჭოს მდივანი ნუგზარ კოხრეიძე ავრცელებს.

კოხრეიძის თქმით, ინიციატივის მიზანია, მოსახლეობაში სამოქალაქო ცნობიერებისა და ურბანული თანაცხოვრების კულტურის ამაღლება, ასევე, საერთო საკუთრების მოვლა- პატრონობა.

„11 მარტს გაიმართა საბჭოს მორიგი სხდომა, რომლის ერთ-ერთი თემა გახლდათ: ქალაქში განთავსებულ ნაკეთობათა, ქუჩების და სკვერების აქსესუარების დაზიანების ფაქტების შემდგომი პრევენცია. RICDOG-ის მაგალითზე შემიძლია გითხრათ ენერგოველოსიპედების მრავალჯერ დაზიანების ფაქტებზე. გარდა ამისა, გვირილას ამბავი, სკეიტ პარკის დაზიანება, თბილისის ქუჩაზე ნათურების ხშირი მოპარვის ფაქტები და ა.შ. ერთია მერიის პასუხისმგებლობა და მეორე, ჩვენი მოქალაქეების დამოკიდებულება საკუთარი ქალაქის მიმართ.
ამ ნაწილში ბევრია სამუშაო. კიდევ ვფიქრობთ, თუ როგორ შეგვიძლია ეს კამპანია განვახორციელოთ და მოგახსენებთ მოგვიანებით, თუმცა აუცილებელია ვისაუბროთ ხშირად ამაზე და არ შევეგუოთ თუ ვინმე აფუჭებს ან ანაგვიანებს საერთო კუთვნილებას,“- ამბობს ნუგზარ კოხრეიძე.

იმაზე, რომ მსგავსი კამპანიის ჩატარე აუცილებელია, ერთხმად თანხმდება საზოგადოება.

"სამოქალაქო კულტურა და პასუხისმგებლობა ნამდვილად ასამაღლებელი რომ არის, ამაზე ყველა უნდა შევთანხმდეთ. კარგი იქნება კამპანიური ხასიათის მიცემა და მეც ჩავერთვები პროცესებში. გული მტკივა, როცა ახლადგაკეთებულს ან ძველს, სულ ერთია, დაზაინებულს ვხედავ. მათი დაზიანება ძირითადად ღამის საათებში ხდება,"- ამბობს რადიო "ძველი ქალაქის" პროგრამების დირექტორი ქეთი ბერძენიშვილი.

„თბილისის ქუჩაზე მოპარული ნათურები რომ შევამჩნიე, კი მივხვდი უფრო უარესადაა ჩვენი საქმე, ვიდრე ვიცით. მერჩივნა, გადამწვარი ყოფილიყვნენ. სამის ნაცვლად ერთს ტოვებენ. მაინც რა ჯანდაბად უნდათ ამდენი ნათურა?! ბიზნესს ატრიალებს მგონი ვიღაც,“-ამბობს რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტი თათა კაჭკაჭიშვილი.


ნანახია: 2073-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამოქალაქო სექტორს ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობასთან აქცია ხვალ 12:00 საათზე აქვთ დაგეგმილი.
საზოგადოებრივი საბჭოს მიზანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობის აზრის გამოკითხვა და საზოგადოებრივი მაუწყებლის
დაზარალებული მძღოლები ვარაუდობენ, რომ ავტომობილების დაზიანება მათი გაქურდვის მიზნით ხდება.
ქუთაისის მერს სხვადასხვა დარგის ექსპერტებისაგან დაკომპლექტებული მრჩეველთა საბჭო ეყოლება. საბჭოს პრეზენტაცია, რომელიც დაახლოებით

ამინდი