Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სტეფანწმინდაში გამართულ ყინულზე ცოცვაში საქართველოს ჩემპიონატში ქუთაისელი სპორტსმენები მონაწილეობდნენ

თარიღი : 12-03-2019, 11:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სტეფანწმინდაში, სოფელ გველეთში ყინულზე ცოცვაში გამართულ საქართველოს ღია ჩემპიონატში ქუთაისის ა(ა)იპ სპორტული სკოლის 4 სპორტსმენი მონაწილეობდა. ჩემპიონატში პირველობისთვის საქართველოს გარდა, უკრაინის და რუსეთის მოქალაქეებიც იბრძოდნენ.

როგორც მეკლდეური კოტე გიორაძე აღნიშნავს, ჩემპიონატი თავდაპირველად ატენის ხეობაში იმართებოდა, წელს კი ყინულის არამდგრადობის გამო, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გაიმართა.

"ადრე ჩემპიონატი გორში ტარდებოდა, ატენის ხეობაში, მაგრამ წელს გორში ყინული არ იდგა კარგად და ყაზბეგში გადმოიტანეს. ღია ჩემპიონატი ჩატარდა, ყველა მსურველს შეეძლო მიეღო მონაწილეობა. ქუთაისიდან ა(ა)იპ სპორტული სკოლიდან ოთხმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, გიორგი დარახველიძე გავიდა მეექვსე ადგილზე. ყინული ჩვენთვის არც ისე ახლოს არის. შეჯიბრში დაახლოებით 120-მდე ადამიანი კონკურსში მონაწილეობდა. მოსკოველმა ვიზიტორმა გაიმარჯვა," - განმარტავს კოტე გიორგაძე.

ესმერალდა კუპრაძე


ნანახია: 779-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჩემპიონატში მსოფლიოს 20 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
სპორტსმენები საქართველოს ხვალ დატოვებენ და ამერიკაში, კილინის შტატში გაემგზავრებიან.
ჩემპიონატში ქუთაისის, აბაშის, აჭარისა და ჩოხატაურის გუნდები მონაწილეობდნენ.

ამინდი