Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის დასუფთავებაზე პასუხისმგებელი ფირმის დიდი გეგმები და ამბიცია სუფთა ქალაქზე

თარიღი : 11-02-2014, 10:28 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, სხვადასხვა   
topnews.com.ge
ქუთაისის დასუფთავებაზე პასუხისმგებელ ფირმას ახალი უფროსი ჰყავს. შპს „ქუთსერვის ჯგუფს“ გელა გაგუა უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დრომდე დირექტორის მოადგილე იყო. ახალი ხელმძღვანელი იმ იდეებსა და სამოქმედო გეგმაზე საუბრობს, რომლის განხორციელებასაც უახლოეს მომავალში აპირებს. სიახლეები კი თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით ქალაქის დასუფთავებაზე მომუშავე პირთა შრომის შემსუბუქებას, შპს-ს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებასა და ქუთაისის სუფთა ქალაქად ქცევას უკავშირდება.


შპს „ქუთსერვის ჯგუფი“, სადაც 300 ადამიანია დასაქმებული, იმ ტენდერის გამარჯვებულია, რომელიც ქუთაისის მერიამ ქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის მიზნით გამოაცხადა.

„ქუთსერვის ჯგუფი“ წლიური მომსახურების თანხა 2 მილიონ 700 000 ლარია. ამ თანხაში ამ თანხაში შედის როგორც ქალაქის დაგვა-დასუფთავება, ისე ნარჩენების გატანა და გაუვნებელყოფა. დასაგველი ქუჩების ნუსხა 90-ია. აქედან 45 ერთჯერად და დარჩენილი 45 ქუჩა ორჯერად დაგვაშია,“ – ამბობს გელა გაგუა.

შპს „ქუთსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი კომპანიის კუთვნილ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ქალაქის წინაშე დასუფთავების კუთხით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებად საკმარისი ტექნიკა გააჩნიათ.

„ვერ ვიტყვით, რომ მატერიალურ-ტექნიკური კუთხით მდიდრები ვართ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, რა მოცულობასაც შევეჭიდეთ, ამის საშუალება გაგვაჩნია. ამასთანავე, გვინდა ახალი ტექნიკის შეძენა ქალაქის მერთან და ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, რადგან ჩვენი დამფუძნებელი და 100%-აინი წილის მფლობელი მერიაა. თვითონ შარშანდელი წელი მომგებიანი იყო. მიმდინარე წელს ამოღებული თანხით შეიძლება ორი ან სამი ერთდროული ავტოტრანსპორტი შევიძინოთ. რაც შეეხება უკვე განხორციელებულ სიახლეებს, შევიძინეთ მტვერსასრუტები, რომელიც ძალიან ეფექტურია ფოთოლცვენის დროს. სადაც არის ეფექტური, ვიყენებთ ამ მტვერსასრუტებს, რადგან პირველ რიგში დამგველის შრომას აიოლებს და შემდეგ სამუშაოს ოპერატიულად შესრულების ხარისხი მაღალია. გვინდა, რომ თანამედროვე საშუალებების გამოყენებით თანამრომლების ფიზიკური შრომა შევმაციროთ და მაქსიმალურად მექანიზაციაზე გადავიყვანოთ დამგველიც და მუშაც. ასევე, საწვავის ხარჯის შემცირების მიზნით, ვგეგმავთ შპს-ს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების გაზზე გადაყვანას, რაც საბოლოო ჯამში დაახლოებით 100 000 ლარის ეფექტს მოგვცემს,“ - ამბობს გელა გაგუა.

შპს „ქუთსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი უკვე შესრულებული თუ დაგეგმილი აქტივობების გარდა, იმ პროცესზეც საუბრობს, რაც ხშირად მოქალაქეთა ყურადღების მიღმა რჩება. გელა გაგუას თქმით, ქალაქის ცენტრალურ უბნებში, სადაც ყველაზე მეტი მოძრაობაა, როდესაც დამგველები მუშაობას დაასრულებენ, დააახლოებით 11-12 საათზე მათ ნარჩენების ამკრებები ცვლიან.

„ამკრებებს ვუყიდეთ ხელსაწყოები და მათ და აღარ სჭირდებათ ნარჩენების ხელით აღება. მაქსიმალურად ვცდილობთ უფრო ეფექტური გახდეს ჩვები საქმიანობა,“ - ამბობს გაგუა.


R


ნანახია: 2454-ჯერ

მსგავსი სიახლეები
1-ლი მარტიდან კვირეულის ფარგლებში იმ ქუჩებს დაასუფთავებენ, რომელთა დაგვა-დასუფთავებაც ტენდერის პირობების თანახმად არ ეკუთვნით.
"ქუთსერვის ჯგუფის" 100-მდე თანამშრომელმა, ქალაქში დასუფთავების კვირეულის ფარგლებში ნიკეას მიმდებარე ტერიტორია, ეკა-ბარდების,
აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქალაქის მერიაში ხარჯების დაზოგვით ხსნიან.
40-მდე "ქუთსერვის ჯგუფის" მეეზოვემ გარდა ქალაქის ცენტრალური მოედნისა, ასევე მიმდებარე ტერიტორიებიც დაასუფთავა.
მიმდინარე წლის განმავლობაში 36 თანამდებობის პირი შეიცვალა და ქალაქის მერიის მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებამ

ამინდი