Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანი-სულორის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს

თარიღი : 11-03-2019, 15:59 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანი-სულორის დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზის მეორე-მეშვიდე კილომეტრზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები დღეს ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა დაათვალიერეს.

ვანი-სულორის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მოხდება საავტომობილო გზისა და ხიდის სრული რეაბილიტაცია. დაიგება 5 კმ ასფალტის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე არხები, ცხაურები, წყალგამტარი არხები და გზის გვერდულები, რაზედაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 100 000 ლარი დაიხარჯება.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოები ვადების დაცვით, ხარისხიანად ხორციელდება. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თანახმად, აღნიშნული გზის რეაბილიტაცია 2 თვეში დასრულდება.

NS


ნანახია: 541-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თანახმად, სოფელ ბზვანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია 20 ივლისს უნდა დასრულდეს.
მიმდინარე სამუშაოები დღეს ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის მოადგილე გოჩა ჭუბაბრიამ დაათვალიერეს.
სამუშაოების მიმდინარეობა დღეს ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა
ამაღლება-საპრასიის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე (კოპიტნარის მიმართულებით) ორ კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია,

ამინდი