Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანში წარმატებული ქალების დაჯილდოვების ღონისძიება გაიმართა

თარიღი : 8-03-2019, 16:04 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ვანის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ძალისხმევით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვა და სხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ქალბატონები დააჯილდოვეს. ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა ვანის მუნიციპალიტეტში მოღვაწე უხუცეს ექიმს - ქალბატონ დულიკო ავალიანს, ყველაზე უხუცეს პედაგოგს - ქალბატონ ნუნუ ზარნაძეს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველაზე წარმატებულ მეწარმე ქალბატონს - ქეთევან თომეიშვილს და 10 შვილის დედას - ქალბატონ ლალა ადეიშვილს. ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს შეკრებილ საზოგადოებას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ივანიაძემ და მერის მოადგილეებმაც. დღევანდელ ღონისძიებაზე ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზეც იმსჯელეს.

ქალთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ. 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გაერომ 1975 წელს აღიარა. გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს!


ნანახია: 477-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მუსიკალურ-ლიტერატურულ კომპოზიციას ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და
ვანის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა უახლოეს თვეებში დამტკიცდება.
პრეზენტაციას ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის უხუცეს ქალბატონს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.
ქალბატონებს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. საღამო მხატვრული პროგრამით მუნიციპალიტეტის თეატრმა

ამინდი