ჭიათურაში წარმატებული ქალბატონები დააჯილდოვეს
თარიღი : 8-03-2019, 15:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ-დრამატული თეატრში 8 მარტისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც ადგილობრივ შემოქმედებით ჯგუფებთან ერთად, ჩამოსული მომღერლებიც მონაწილეობდნენ.
საღამოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი გივი მოდებაძე, მაჟორიტარი დეპუტატის სულხან მახათაძის ბიუროს უფროსი ლალი კაპანაძე, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ხათუნა ცერცვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, ჭიათურაში მოღვაწე წარმატებული ქალბატონები დააჯილდოვეს. მერის მოვალეობის შემსრულებელმა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსმა სხვადასხვა პროფესიის წარმატებულ ჭიათურელ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს და ყვავილები და სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს.