‘სირცხვილია, ფალიაშვილის ქალაქში ოქიტაშვილი ავითარებდეს კულტურას,'-დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე

ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, სადაც დეპუტატები კულტურის პალატისათვის ყოფილი ქარხნის შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის უსასყიდლოდ გადაცემის საკითხს განიხილავენ.
ქუთაისის ხელისუფლების განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქში კულტურული ცხოვრების გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს.
"სირცხვილია, ფალიაშვილის ქალაქში ოქიტაშვილი ავითარებდეს კულტურას,"-განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ და საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა მოითხოვა.
შუშანიას განცხადებას სხდომაზე დამსწრე დავით ოქიტაშვილის გაღიზიანება მოჰყვა. ოქიტაშვილსა და შუშანიას შორის დაწყებული დაპირისპირების განმუხტვა საკრებულოს სხდომათა დარბაზში მყოფმა პირებმა სცადეს.