ბოლო მონაცემებით, საქართველოში 1 409 მიუსაფარი ბავშვია აღრიცხული
თარიღი : 7-03-2019, 11:42 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

2014-2017 წლებში სოციალური მომსახურების სააგენტომ საქართველოში 1409 მიუსაფარი ბავშვი აღრიცხა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ბავშვებიდან 416-მა ბავშვმა შეავსო ანკეტა იმის ნიშნად, რომ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული მომსახურების მიღება სურს.
სახელმწიფოს დაფინანსებით ქვეყანაში სულ 6 დღის ცენტრი და 6 თავშესაფარი ფუნქციონირებს. 2018 წლის მონაცემებით, დღის ცენტრში სახელმწიფოს მომსახურებას 280 ბავშვი იღებდა, თავშესაფარში კი 86 იმყოფებოდა.
სააგენტოში აცხადებენ, რომ ზუსტი მონაცემები, ამჟამად საქართველოში რამდენი მიუსაფარი ბავშვია, არ არსებობს, რადგან წელს შესაბამისი კვლევა არ ჩატარებულა.
bpn.ge