Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობა მთავრობამ გადაიფიქრა-მოსახლეობა ხელისუფლებისგან განმარტებებს ითხოვს

თარიღი : 6-03-2019, 19:38 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
კომპანია Clean Energy Group Georgia-მ, რომელსაც ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობა უნდა მოეხდინა, საქმიანობა შეწყვიტა. მიზეზად კომპანიასა და სახელმწიფოს შორის აზრთა სხვადასხვაობა სახელდება. კერძოდ, ქვეყნის ხელისუფლება ხელს არ აწერს დოკუმენტს, რომელიც ჰესების მშენებლობის პროცესის დაწყებას ითვალისწინებს.

პროექტის მიხედვით, ნამახვან ჰესების კასკადის პროექტი წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდ. რიონზე ხორციელდება. პროექტის განმახორციელებელი კომპანიის განცხადებით, ჰესების კასკადის მშენებლობა ხელს შეუწყობს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის ზრდას, მოსახლეობის დასაქმებას, შეიტანს წვლილს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაში და დამატებით წარმოქმნის წლიურ 1,514 გგვტ.სთ ელექტროენერგიას, რომელიც მთლიანად დარჩება საქართველოში.

Clean Energy Group Georgia-ს მიერ საქმიანობის შეწყვეტას მთავრობის უპასუხისმგებლობად თვლის ადგილობრივი მოსახლეობა. ადგილობრივები მმართველი გუნდისგან მიზეზების დეტალურ განმარტებას ითხოვენ.

"გავიგეთ, რომ ჰესის აშენება გადაიდო. გაურკვევლობაში ვართ. არავინ არაფერს ამბობს. ჩვენთვის არასდროს არავის ცალია. 2 წლის წინ მთავრობა გვიმტკიცებდა, რომ ჰესის აშენება აუცილებელი იყო და დღეს თურმე ხელს არ აწერს ჰესის მშენებლობის დოკუმენტს. ეს უკვე დაცინვაა და მეტი არაფერი. ვითხოვთ დროულად გაგვარკვიონ საქმის ვითარებაში,"- ამბობს წყალტუბოს სოფელ ონჭეიშის მკვიდრი ირაკლი ქობულაძე.

ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობაზე საუბარი რამდენიმე ათეული წელია მიმდინარეობს. ჰესების მშენებლობისა და ტერიტორიიდან აყრის მოლოდინით მოსახლეობა დღემდე ვერ ახერხებს საკუთარი საცხოვრებლების გარემონტებას ან თუნდაც ახალი ობიექტების მშენებლობას. სამოქალაქო აქტივისტი გიზო ბანძელაძე თვლის, რომ წყალტუბოსა და ცაგერის მაღალმთიანი ზონების მოსახლეობისგან დაცლის მიზეზი სწორედ ხელისუფლების უყურადღებობა გახდა.

"რამდენიმე ათეული წელია ამ მხარეში არაფერი კეთდება და ყოველთვის სპეკულირება ხდება ნამახვანჰესით. წლების განმავლობაში მოსახლეობა გაურკვევლობაშია. იმის შიშით, რომ ჰესი აშენდება და მოსახლეობა მაინც დაიტბორება, ადგილობრივები ვერაფერს აკეთებენ. რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ კომპანია, რომელიც ახორციელებდა აღნიშნულ პროექტს, წყვეტს ოპერირებას იმის გამო რომ ხელისუფლება ხელს არ აწერს საბოლოო დოკუმენტს. ეს არის ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა ხელისუფლების მხრიდან. ვითხოვთ, მოვიდნენ და აგვიხსნან რა ხდება. ჩვენ არ ვითხოვთ ჰესის აშენებას, ჩვენ ვითხოვთ საბოლოო პასუხს, რა ბედი ელის ჩვენს კუთხეს. თუ ჰესი არ შენდება, რას სთავაზობენ ადგილობრივ მოსახლეობას და თუ არ აპირებდნენ აშენებას, წლების განმავლობაში რატომ არაფერი კეთდებოდა ამ სოფლების განვითარებისთვის. სწორედ ხელისუფლების სრული უყურადღებობა და ასეთი დამოკიდებულება გახდა იმის მიზეზი, რომ სოფლები ფაქტიურად დაცლილია. ინფრასტრუქტურის არ არსებობა და არავითარი მხარდაჭერა არის იმის მიზეზი, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ ამ მხარეში. დერჩი, მექვენა, დღნორისა, ონჭეიში საჩხეური, ლეხიდრისთავი- ეს ის სოფლებია, რომლებიც ყოველდღიურად იცლება და თუ ეს ჰესი არ აშენდება, მაშინ რა კონკრეტული გეგმა გააჩნია ხელისუფლებას არსებული სიტუაციის მოსაგვარებლად?. ვითხოვთ უმოკლეს ვადაში აგვიხსნან საჯაროდ და ღიად რა ხდება,"- ამბობს გიზო ბანძელაძე.

კომპანია Clean Energy Group Georgia-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში იმერეთის მთავარ საინფორმაცო სააგენტო TOPNEWS.COM.GE-ს განუცხადეს, რომ კომპანია საქმიანობას მთავრობასთან შეთანხმების მიღწევმდე წყვეტს.

"დროებითი პროცესია. კვლავ გრძელდება მოლაპარაკებები კომპანიის წარმომადგენლებსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის. თუ შეთანხმება შედგება, საქმიანობა კვლავ გაგრძელდება,"-აცხადებენ კომპანიაში.


ნანახია: 3615-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტზე მშენებლობის ნებართვა გაიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკის განვითარების
ადგილობრივები სოფელში ჰესების კასკადის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.
მდინარე რიონის ხეობის მკვიდრებმა ცაგერის სოფელ ტვიშში დღეს მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.
კამპანიის ორგანიზატორების განცხადებით, ხვამლის მთას განადგურება ემუქრება, რადგან კომპანია Clean Energy Group Georgia ხვამლის მთის
ადგილობრივები მდინარე რიონზე 111 მეტრიანი კაშხლის მშენებლობას აპროტესტებენ.

ამინდი