Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ჩვენზე უარესი მდგომარეობა მიცვალებულებს თუ ექნებათ,'- მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობა ქუთაისში

თარიღი : 6-03-2019, 12:57 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, გუგუნავას 9 ნომერ კორპუსში მაცხოვრებლები ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. იმის გამო, რომ საცხოვრებელი კორპუსი გადახურვას საჭიროებს, კორპუსის მკვიდრებს თავზე აწვიმთ და სახლებში ქოლგებით უწევთ გადაადგილება. სახურავის არარსებობის გამო, კორპუსის ჭერი და კედლები იმდენად დაზიანებულია, რომ ბათქაში ძირს კორპუსის ყველა ნაწილში ცვივა.

მოსახლეობა ამბობს, რომ მერიამ ზომები მანამ უნდა მიიღოს, ვიდრე კორპუსის ავარიულობა მსხვერპლით დასრულდება. ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ მხოლოს სოციალურ შემწეობაზე არიან დამოკიდებული და კორპუსის გადახურვას გადასახური მასალის არსებობის პირობებშიც ვერ შეძლებენ. იმ ოჯახებმა კი, რომელთაც საკუთარ სახლებში გაჩერება აღარ შეეძლოთ, კუთვნილი ფართის გადახურვა ბანკიდან აღებული სესხით შეძლეს.

"ოდნავ შესაძლებლობა რომ გქონდეს, ამ ბინაში რა გაგაჩერებს. აქ ყველა სოციალურად დაუცველები ვართ. თვიდან თვემდე ბავშვები რით გამოკვებოთ, იმას ვფიქრობთ და სახურავს როგორ გადავხურავთ. მერიამ ერთხელ კი მოგვცა ტოლი, მაგრამ გაფუჭდა. ტოლი არ შველის ამ სახურავს ისეთ დღეშია. სინკარებია დახსნილი. ღამე რომ ვიძინებთ, დილით გავიღვიძებთ თუ არა, არ ვიცით. მერიამ გადასახური მასალა რომც მოგვცეს, ჩვენ ვერ გადავხურავთ, თვითონ თუ გადაგვიხურავს თუ არა, ჩვენ მაგის საშუალება არ გვაქვს. მიცვალებული თუ იქნება ჩვენზე უარეს მდგომარეობაში. ამაზე უარესი მდგომარეობა არ არსებობს,"- ამბობს კორპუსის მკვიდრი თეა შუკაკიძე.

ქუთაისის მერიაში მოსახლეობის პრობლემაზე აცხადებენ, რომ ავარიული კორპუსის მკვიდრები გადასახურ მასალას მიმდინარე თვეში მიიღებენ. რაც შეეხება გადახურვის ხარჯებს, როგორც მერიაში აღნიშნავენ, სახსრები ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა მოიძიოს, რადგან პროგრამა მხოლოდ გადასახური მასალის გადაცემას ითვალისწინებს.


ნანახია: 819-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მრავალბინიანი სახლის სახურავი ერთი კვირის წინ ხანძრის შედეგად დაზიანდა და კორპუსი სახურავის გარეშე დარჩა.
მოსახლეობამ ჯერ არ იცის შეძლებს თუ არა საკუთარი სახსრებით მერიის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში დარიგებული მასალის გამოყენებას.
აღნიშნული კორპუსი გასულ თვეში ძლიერმა ქარმა სახურავის გარეშე დატოვა.
როგორც კორპუსის მკვიდრები აცხადებენ, კორპუსი ავარიულია და შეკეთებას საჭიროებს. ისინი ქალაქის ხელისუფლებას დახმარებას ერთი წელი
ქუთაისში, გუგუნავას 12 ნომერში მდებარე ავარიულ კორპუსში მცხოვრები 10 ოჯახი დახმარებას ითხოვს.

ამინდი