Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონის გამგებლის მოადგილე დააკავეს, გაგებელს კი პროკურატურაში კითხავენ

თარიღი : 10-02-2014, 18:39 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
ხონის გამგებლის მოადგილე დააკავეს, მუნიციპალიტეტის გაგებელს კი პროკურატურაში კითხავენ.
როგორც topnews.com.ge-ს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გია თევდორაძემ განუცხადა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურარტურაში დღეს ხონის გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია და მისი მოადგილე ბესარიონ ჭელიძე დაიბარეს.
თევდორაძის თქმით, დაკითხვის შემდეგ ხონის გამგებლის მოადგილე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, ხოლო მუნიციპალიტეტის გამგებელს ამ წუთებშიც კითხავენ.
გამოძიება 2010 წელს მუნიციპალიტეტზე გადაცემული ხის მასალით დაინტერესდა.

“მოგეხსენებათ, ხონში ხელისუფლებაში კვლავ “ნაციონალური მოძრაობაა“ ანუ საკრებულოს უმრავლესობაში კვლავ ჩვენი პარტია დომინირებს. სწორედ ამიტომ, მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ხელისუფლებას სურს, რომ აბსურდული ბრალდებებით გამგებელი და მისი მიადგილე დააკავონ. მიუხედავად იმისა, პროკურატურიდან ხონის გამგებელი ამ დრომდე არ გამოსულა, არის ეჭვები, რომ შესაძლოა, ისიც წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანონ. ჩვენი ინფორმაციით, ხელისუფლებას სურს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ხონის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დააშანტაჟონ და საკრებულო დაატოვებინონ“, - განაცხადა თევდორაძემ.


ნანახია: 2509-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია დააკავეს. ჯიბუხაია ამჟამად დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
ხონის ყოფილი გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია და მისი მოადგილე ბესარიონ ჭელიძე პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე კვლავ წინასაწარ
საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, „ნაციონალები“ ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატად წინასწარ
ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზურაბ ჯიბუხაიასა და მისი მოადგილის ბესარიონ ჭელიძის ინტერესებს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა
ისინი აფხაზეთში წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით ახალბედაშვილის გადაწყვეტილებით, ხონის გამგებელ ზურაბ ჯიბუხაისა და მის მოადგილეს

ამინდი