Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ისეთი დიდი ადამიანი, როგორიც სტალინი იყო პატივისცემას და დაფასებას იმსახურებს,'- ქუთაისში სტალინის ძეგლის დაბრუნებას ითხოვენ

თარიღი : 5-03-2019, 18:57 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში საბჭოთა კავშირის ლიდერის, იოსებ სტალინის გარდაცვალების 65-ე წლისთავი აღნიშნეს. "კომუნისტური პარტიის" წევრებმა საქართველოს მთავრობისგან კიდევ ერთხელ ითხოვეს გორსა და ქუთაისში სტალინის ძეგლის დაბრუნება. მათი განმარტებით, ისეთი დიდი ადამიანი, როგორიც სტალინი იყო, პატივისცემას და დაფასებას იმსახურებს.

“ისეთი პიროვნებით, როგორიც იყო იოსებ ბესარიონის ძე სტალინი, ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა. ჯერ მარტო იმიტომ, რომ ფაშიზმისაგან იხსნა მთელი მსოფლიო და მეორე იმიტომ, რომ ის იყო ყველა გაჭირვებული, მშრომელი ადამიანის ბელადი და ქომაგი, უზარმაზარი სახელმწიფოს მეთაური გენერალ-სიმუსი, უდიდესი პოლიტიკოსი, რომელმაც მისი კვალი დააჩნია მთელ მსოფლიოს. სირცხვილია ჩვენს ქვეყანაში, მით უმეტეს მის მშობლიურ ქალაქ გორში არ იდგეს მისი ძეგლი, როცა სხვა რჯულის და გადამთიელების სახელებს არქმევენ ქუჩებს და ძეგლები დგას საქართველოში. ქუთაისელი კომინისტები ჯერ სიტყვით ვითხოვთ და მერე მოქმედებაზეც გადავალთ, რომ ქუთაისში აღადგინონ სტალიის ძეგლი თუ საჭიროა, აქციებსაც გავმართავთ რომ შევაფხიზლოთ მერია,"-აცხადებენ "კომუნისტური პარტიის" წევრები.


ნანახია: 765-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ინფორმაციას ენმ ზესტაფონი საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინი წყალტუბოში რამდენჯერმე ისვენებდა, კურორტზე პერსონალური აგარაკიც ჰქონდა.
ზესტაფონის გამგებლის ტარიელ თუთარაშვილის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ადგილობრივ მთავრობასთან არ იყო შეთანხმებული და იგი
შენობის ძველი დიდებიდან ამ დროისათვის მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი.
ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე განთავსებული დედაენის ძეგლი აიღეს.

ამინდი