Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა გაძვირდა და გაიაფდა თებერვალში

თარიღი : 4-03-2019, 20:23 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
2019 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.3 პროცენტი შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქსტატის“ ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 6.7 პროცენტით, რაც 0.47 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (13.0 პროცენტი);

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4.6 პროცენტიანი კლება, რაც -0.16 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები შემცირდა როგორც ტანსაცმლის (-4.6 პროცენტი), ისე ფეხსაცმლის (-4.8 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

„წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 16.1 პროცენტით, რაც 1.06 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (32.7 პროცენტი);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.9 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: თევზეული (12.5 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (10.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (7.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.3 პროცენტი), ასევე მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-23.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-3.4 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 3.4 პროცენტით, რაც 0.29 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (4.8 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (4.1 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (1.4 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.0 პროცენტიანი მატება, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.25 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.4 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.2 პროცენტი),“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.


ნანახია: 598-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2018 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1,9 პროცენტი
საქსტატის ცნობით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაიზარდა 1,5 პროცენტით.
ფასების 0,4-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე.
გენდერულ ჭრილში აღნიშნული ინდიკატორი ქალებში 21.6 პროცენტს, ხოლო მამაკაცებში 22.4 პროცენტს გაუტოლდა.
წინა წელთან შედარებით უმუშევრობის დონე რეგიონულ ჭრილში გაზრდილია მხოლოდ შიდა ქართლის და კახეთის რეგიონებში.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობის 58.3 პროცენტი საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს. ხოლო თბილისის მოსახლეობა მთლიანი

ამინდი