Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'განვადებით გამოტანილი მაცივრის გამო მომიხსნეს დახმარება,'- გელხვიძეების მძიმე ისტორია

თარიღი : 4-03-2019, 12:48 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბაღდათის სოფელ ფერსათში მცხოვრები გელხვიძეების ოჯახი წლებია შეწყვეტილი სოციალური დახმარების აღდგენას ითხოვს, თუმცა-უშედეგოდ. ოჯახის დიასახლისი დარეჯან გელხვიძე გვიყვება, რომ დახმარება განვადებით შეძენილი მაცივრის მიზეზით მოუხსნეს. საწოლს არის მიჯაჭვული ოჯახის უფროსი, რომელიც რამდენიმე მძიმე დაავადებას ებრძვის. იმის გამო, რომ გელხვიძეებს წამლების შესაძენი თანხა არ აქვთ, ავადმყოფს ხალხური რეცეპტით დამზადებული ნაყენებით მკურნალობენ.

"განვადებით გამოვიტანე მაცივარი იმისთვის, რომ ავადმყოფი ქმრისთვის საკვები შემენახა. ამის გამო მომიხსნეს დახმარება. რა ნახეს ჩემს სახლში ასეთი. ხის ქოხში ვცხოვრობ, რომელიც ისე ირყევა, შეიძლება თავზე დაგვენგრეს. შეშას ვითხოვდით, რომ ზამთარში არ გავყინულიყავით და არც შეშა მოგვცეს,"- ამბობს დარეჯან გელხვიძე.

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრში აცხადებენ, რომ ოჯახი ბოლოს მიმდინარე თვეში გადამოწმდა და სარეიტინგო ქულა გამოთვლის პროცესშია, თუმცა რამდენად შეძლებენ გელხვიძეები ნანატრი დახმარების მიღებას, სააგენტოში აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირთ.


ნანახია: 688-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მცხოვრები ლელი მუშკუდიანი სახელმწიფოსგან სოციალური შემწეობის აღდგენას ითხოვს
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში მცხოვრები ხარაბაძეების ოჯახი 4 წლის წინ მოხსნილი სოციალური დახმარების აღდგენას
იმის გამო, რომ საკვების შეძენას ვერ ახერხებს, შვილები სოფელში, ახლობელთან გაუშვა, თავად კი შეჩერებული შემწეობის აღსადგენად
ქუთაისში, სულხა-საბას ქუჩაზე მცხოვრებ დარეჯან გუმბერიძეს სახელმწიფომ სოციალური შემწეობა შეუწყვიტა.
ბაღდათის სოფელ მეორე ფერსათში მცხოვრები თამარ ფაშხუიძე სამი წელია შეწყვეტილი სოციალური შემწეობის აღდგენას ცდილობს.

ამინდი