Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ფიზიკურად ბევრს ვშრომობდი,'- ვინ არის ქართველი სპორტსმენი, რომელიც ამერიკაში ოცნების ასახდენად ჩავიდა?

თარიღი : 3-03-2019, 21:31 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
21 წელია, რაც გიორგი ჯიქია სპორტის იმ სახეობაშია, რომელსაც კარატე ჰქვია. ამჟამად ამერიკაში იმყოფება. იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ამერიკიდან დაუკავშირდა და სთხოვა, მისი ისტორია მკითხველისათვის გაეცნო.

„4 წლის ასაკში ნათლიაჩემის ინიციატივით შემიყვანეს კარატეში. 21 წელია, რაც ამ სპორტში ვმოღვაწეობ. 2 -გზის მსოფლიო ჩემპიონი ვარ ტრადიციულ კარატეში. ასევე, მსოფლიო თასის მფლობელიც. სამომავლო გეგმები დიდია. მინდა, რომ ამერიკაში ყოფნის პერიოდი განვითარებისათვის გამოვიყენო. ამერიკის ნაკრების მწვრთნელის დახმარები, ვცდილობ დიდ შედეგამდე მივიდე,“- ამბობს გიორგი ჯიქია.

ამერიკაში ორი წელია იმყოფება. გვიყვება, რომ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ფიზიკურად ბევრს შრომობდა და ბევრ პროფესიასაც დაეუფლა. ამ ეტაპზე კი ამერიკაში ორი დიდი შეჯიბრისათვის ემზადება, რომელზეც შტატების სახელით უნდა გავიდეს.

„5 დარბაზში ვავარჯიშებ ბავშვებს და სხვადასხვა ქალაქში დავდივარ. სამი თვეა, რაც მთლიანად კარატით ვარ დაკავებული და ჩემპიონატებისათვის ვემზადები. ერთია ლას ვეგასის ჩემპიონატი და აგვისტოში, ლოს ანჯელესში მსოფლიო სანაპიროს თამაშები. ამ ეტაპზე ფიზიკურ მომზადებებს ვამთავრებ ამერიკის ნაკრების მწვრთნელის მეთვალყურეობით და მხარდაჭერით. მიზანი დიდია და ვნახოთ რა გამოგვივა,“- ამბობს გიორგი ჯიქია.


ნანახია: 1088-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სპორტსმენები საქართველოს ხვალ დატოვებენ და ამერიკაში, კილინის შტატში გაემგზავრებიან.
იმერეთის ახალი ამბების სააგენტო topnews.com.ge-ს ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა განუცხადეს, რომ შემთხვევა ამერიკის
ამერიკაში დაკავებული ქართველი სპორტსმენის ოჯახში იმედი ჰქონდათ, რომ ხურციძეს თავდებად ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები
შეგახსენებთ, ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომელთაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ.
ამერიკაში დაკავებული ქართველი სპორტსმენის ავთანდილ ხურციძის დედა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.

ამინდი