Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბაღდათის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს

თარიღი : 2-03-2019, 18:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
არასამთავრობო ორგანიზაცია "მშვიდობიანი საქართველოს" პრეზიდენტი ირაკლი ჩიგოგიძე ბაღდათის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს. ჩიგოგიძე საჯარო მოხელეებს საქმიანობის ანგარიშის საჯაროდ წარდგენისაკენ მოუწოდებს.

"მინდა ბაღდათის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს შევახსენო, რომ თქვენ ხალხის მანდატით ხართ საკრებულოში. ანგარიშვალდებულება მისასალმებელია, თუმცა გასული წლის საქმიაობის ანგარიშის დახურულ კარს მიღმა მხოლოდ თანამშრომლებისათვის წარდგენით-არა. ასე არ ხდება ნორმალურ თვითმმართველობებში. ასევე, უცნობია ანგარიშის დეტალური კომპონენტები. სრულად გაუგებარი და მიუღებელია ჩაკეტილი პრინციპით ნებისმიერი სახის ანგარიში, რაც მოსახლეობას და თითოეულ იმ ამომრჩეველს ეხება, რომელიც ბაღდათში ცხოვრობს. მე პირადად საკრებულოს საქმიანობას დადებითად ვერ შევაფასებ იმ ფონზე, როდესაც უფლებამოსილი ორგანო მერს არ იბარებს და მის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარმოდგენას არ ავალდებულებს საერთო ჯამში მრჩება შთაბეჭდილება, რომ საკრებულოს თავმჯდომარე და მერი არ არიან გათვითცნობიერებული მათ უფლებამოვალეობებში და ანგარიშვალდებულებებში. მინდა შევახსენო მერსაც და საკრებულოს თავმჯდომარესაც, რომ ხალხის არჩეული ხართ და ხალხს წარუდგინეთ თქვენს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში საჯაროდ,"- ამბობს ჩიგოგიძე.



ნანახია: 2238-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ახალი ამბებისა სააგენტო Topnews.com.ge დაინტერესდა, აპირებენ თუ არა დეპუტატები საკუთარი ამომრჩევლებისათვის 3 წლის განმავლობაში
მერებს ხელფასის 20 პროცენტის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრათ.
"ევროპა ჩვენი სახლია"-ს დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის დავით დვალის მიერ ახალი ავტომანქანის

ამინდი