ქუთაისის მადლლიერების სახლის ბენეფიციარებს გერმანელი მეგობრების მიერ გამოგზავნილი ტანსაცმელი გადაეცათ
თარიღი : 2-03-2019, 14:34 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის მადლიერების სახლში ქალაქში არსებული ქართულ-გერმანული ცენტრის ორგანიზებით და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით საქველმოქმედო აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში ბენეფიციარებს გადაეცათ გერმანელი მეგობრების მიერ გამოგზავნილი ტანსაცმელი, ხელით მოქსოვილი თბილი სამოსი და პლედები.
აქციაში, რომლის ინიციატორი გერმანიაში მცხოვრები ოჯახია, მონაწილეობა მიიღო ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ.
ქართულ-გერმანული ცენტრი სხვადასხვა სახის საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა ქუთაისში, იქნება ეს მოხუცთა სახლების, კლინიკების, სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერა თუ მადლიერების სახლისთვის სამზარეულო აღჭურვილობისა და ავეჯის შეძენა.