Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის სასამართლომ სამტრედიის ბაღებში ცხენის ხორცის შეტანაზე ბრალდებულ პირს პატიმრობა შეუფარდა

თარიღი : 1-03-2019, 19:47 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სამტრედიის საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე, შპს "ელენიკოს" ხელმძღვანელს პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო პროცესზე ნუგზარ მარკოიძემ ყალბი ანგარიშფაქტურების დამზადება აღიარა. შპს-მ გასული წლის ოქტომბერში სამტრედიის მუნიციპალიტეტის 24 საბავშვო ბაღში საქონლის ხორცის ნაცვლად, ცხენის ხორცი შეიტანა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება ითხოვა, დაცვის მხარემ კი მოსამართლეს 20 ათას ლარიიანი ჯარიმის გამოყენების თხოვნით მიმართა. საბოლოოდ მოსამართლე ციცინო მოსიძემ ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 23 აპრილს 11 საათზე გაიმართება.


ნანახია: 614-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს - ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელს, სამტრედიის ბაგა-ბაღების გაერთიანებასთან გაფორმებული ჰქონდა
გოდერძი თევზაძე მიმალვაშია და დღეს ის პროცესზე არ გამოცხადებულა.
გოდერძი თევზაძის სამძებრო ღონისძიებებში ყველა სამართალდამცავი სტრუქტურა ჩაერთვება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 13 წლიდან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამინდი