Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სასჯელაღსრულების სამინისტრო – გეგუთის დაწესებულებაში სიტუაცია კონტროლირებადია

თარიღი : 10-02-2014, 10:50 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, გეგუთის ციხის პატიმრებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი , დაწესებულებიდან სულ 17 მსჯავრდებულის გაყვანა მოხდა, თუმცა ამ დროისთვის ყველა მათგანი კოლონიაში უკვე დაბრუნებულია.
"2014 წლის 10 თებერვლის ღამით, სასჯელაღსრულების #14 დაწესებულებიდან გადაიყვანეს სამოქალაქო საავადმყოფოებში 17 მსჯავრდებული. ყველა მათგანს აღმოუჩინეს სათანადო სამედიცინო დახმარება. ამ მომენტისთვის 17 მსჯავრდებული დაბრუნებულია დაწესებულებაში. პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, უწყების ცნობით, გეგუთის დაწესებულებაში სიტუაცია კონტროლირებადია.
"თბილისიდან ჩასულმა პენიტენციური ჯანდაცვის გუნდმა გეგუთის #14 დაწესებულების ექიმებთან ერთად დახმარება ადგილზე აღმოუჩინა 14-მდე პატიმარს, რომელთა მდგომარეობაც ასევე სტაბილურია. პატიმრებს თვითდაზიანებები ძირითადად ზემო კიდურებზე ჰქონდათ მიყენებული. სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის მხრიდან ძალის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია. სიტუაცია კონტროლირებადია. ადგილზე იმყოფებიან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილეები, სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა", - აღნიშნულია განცხადებაში.


ნანახია: 1958-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამინისტროს ცნობით, რამდენიმე კვირაა, სამინისტრო ფლობს ინფორმაციას, რომ სასჯელაღსრულების მე-14 (გეგუთის) დაწესებულებაში
გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოშიმშილე პატიმრებს დღეს სახალხო დამცველის იმერეთის ოფისის რწმუნებულები შეხვდნენ.
პატიმრების ახლობლები ციხეში არსებულ ვითარებაზე საუბრობენ და დახმარებას ითხოვენ.
შიმშილობას გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულების 250-მდე პატიმარი და ქალთა ციხეში მყოფი 30-მდე მსჯავრდებული უერთდება.

ამინდი