Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'გაფრთხილდით რძის პროდუქტების შეძენისას! ვადის არსებობის მიუხედავად, შეიძლება პროდუქტი დაობებული აღმოჩნდეს"

თარიღი : 27-02-2019, 19:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში მომხმარებლებს რძის პროდუქტების შეძენისას მაქსიმალური სირთხილისკენ მოუწოდებენ. იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს მოქალაქე დაუკავშირდა, რომლის მიერ მარკეტში შეძენილი იოგურტი გაფუჭებული აღმოჩნდა.

"სახლთან ახლოს, მარკეტში შევიძინე იოგურტი, რომელსაც ეტიკეტირება და შფუთვა წესრიგსი ჰწონდა. პროდუქტს ვადა მიმდინარე წლის მაისამდე ჰქონდა მითითებული, თუმცა როდესაც გავხსენი, შიგთავსი დაობებული აღმოჩნდა. მოვუწოდებ მომხმარებლებს, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ რძის პროდუქტების შეძენისას და ეტიკეტზე მითითებულ ვადას არ ენდონ,"- ამბობს მოქალაქე.

მარკეტის პერსონალი პროდუქტის ადგილზე გაფუჭების შესაძლებლობას გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ მიღებული პროდუქციის გახსნა და შიგთავსის შემოწმება არ შეუძლიათ. მათივე თქმით, აღნიშნული სახეობის დეფექტები მწარმოებლის ხარვეზია.

''დალუქულის შიგნით რა არის, მე არ ვიცი. წარწერის და ვადის გარეშე პროდუქტს არავის ვატან. პასუხისმგებელი ამ შემთხვევაში არის ფირმა. შეიძლება ჰაერი აქვს შეპარული ან რამე. დისტრიბუცია შეცვლის გაფუჭებულს და მყიდველს თანხა დაუბრუნდება,"- განმარტავს მარკეტის თანამშრიმელი.

TOPNEWS.COM.Ge-ს სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაუმარტეს, რომ პროდუქცია შემოწმდება და შემოწმების შედეგები 10 სამუშაო დღეში გახდება ცნობილი.

ესმერალდა კუპრაძე


ნანახია: 375-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მომხმარებლები, რომლებიც დახლზე გასაყიდად გამოტანილი პროდუქტის უხარისხობაზე საუბრობენ, კონტროლის გამკაცრების საჭიროებას ხედავენ.
აგრარულ ბაზრებში სოფლის რძისა და რძის პროდუქტების ყიდვა მომხმარებელს უჭირს.
რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიებისთვის ახალი შეზღუდვა შევიდა ძალაში.
ხონის მუნიციპალიტეტიდან რძის პროდუქტების მწარმოებელი კოოპერატივი ლელო 2014 ფესტივალზე 24 სახეობის ყველს გამოფენს,
ქუთაისში მომხმარებლები სუპერმარკეტებში ვადაგასული საკვები პროდუქტების რეალიზაციის ფაქტებზე საუბრობენ და სურსათის ეროვნული

ამინდი